ძიუდოისტ შავდათუაშვილის ოქროს მედლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა

გამოწერა
ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯევს ერგო.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ოქროს მედლის ბედი ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილისა და აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯევის ფინალური შეჯიბრების დასრულებამდე ცხრა წამით ადრე გაირკვა — ის აზერბაიჯანელ სპორტსმენს ერგო.

მთელი შერკინების განმავლობაში ქართველ ძიუდოისტს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ორი ვაზარიდან შავდათუაშვილს მხოლოდ ერთი ჩაუთვალეს. გარდა ამისა, მსაჯები მას, თითქოს პასიურობისთვის, მუდმივად გაფრთხილებებს აძლევდნენ. საბოლოოდ, ფინალის დასრულებამდე ცხრა წამით ადრე ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთი, აშკარად სადავო გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ ორთაბრძოლა შეაჩერეს და გამარჯვებულად ორუჯევი გამოაცხადეს.

თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადა, რომ ქართული გუნდის მიმართ მსაჯებს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ. მისი სიტყვების სიმართლეში ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონია

ლაშა შავდათუაშვილმა (-73), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81) და ესტერ სტამმა (-70) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, იუწყება ტურნირის ვებგვერდი.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დასჯერდა ნუგზარ ტატალაშვილი.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალში გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ფინალურ დაპირისპირებაში მან რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევთან წააგო. ფინალის ბედი ერთადერთმა ვაზარმა გადაწყვიტა, რომელიც რუსმა სპორტსმენმა შუა ორთაბრძოლაში შეასრულა. 

© სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროესტერ სტამი
ესტერ სტამი - Sputnik საქართველო
ესტერ სტამი

გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი ესტერ სტამის ვერცხლის მედალი გახდა. სტამმა ფინალში ღირსეულ მეტოქესთან — მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონთან, ფრანგ ჟერვის ემანთან წააგო. სტამის კარიერაში ეს პოდიუმი კონტინენტის პირველობაზე პირველია.


ყველა ახალი ამბავი
0