თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის მერვე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც —90 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ ორთაბრძოლაში ლიპარტელიანმა უნგრეთის ნაკრების წევრი კრიატიან ტოზი იპონით დაამარცხა. გარდა ამისა, ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა პოლონელ პიოტ კუჩერას სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ქუეჯაუ ნჰაბალი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობა 27 წლის ლიპარტელიანმა უკვე მესამედ მოიგო.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყაზანში მოპოვებული 6 მედალია — 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი.