ნარკოტიკების საყოველთაო გამოყენების აღმოფხვრისკენ ხელუსუფლება თითქმის 15 წელი მიდიოდა. როგორც მომხმარებლების, ასევე ნარკომოვაჭრეების მიმართ პოლიტიკა 2003 წლიდან განსაკუთრებლად გამკაცრდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველა სასჯელი გაამკაცრა და მათ შესრულებას თვალს ადევნებდა.
კანონი მკაცრია, მაგრამ ეს კანონია
საქართველოში ნარკომოვაჭრეთა მიმართ ერთერთი ყველაზე მკაცრი კანონია. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ვაჭრობა უვადო პატიმრობით ისჯება, შენახვა, შეძენა და გადატანა — ვადით 8-დან 11 წლამდე.
გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც „სპაისი“ აკრძალულია, მისი შენახვა-შეძენა 5 წლით ისჯება.
კანონი ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების შემოტანას მკაცრად აკონტროლებს. ისინი მხოლოდ რეცეპტით იყიდება. ისეთი წამლების შემოტანის დროს, როგორიცაა დიაზეპამი, ლირიკა, რელანიუმი, ტრამადოლი და კეტამინი, წამალს თანდართული უნდა ჰქონდეს რეცეპტი მკურნალი ექიმის გვარით, მისი სერტიფიკატით და დიაგნოზით. უსაბუთოდ ასეთი წამლების შემოტანა თავისუფლების აღკვეთის 5 წლით ისჯება. ასევე საქართველოში ყაყაჩოს ნებისმიერი სახეობის, მათ შორის „საკონდიტრო ყაყაჩოს“ შემოტანა სასტიკად აკრძალულია, ეს 5-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ნარკომანები და მათი არჩევანი
საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, ოფიციალური მონაცემების თანახმად მკურნალობას მათგან ძალიან მცირე ნაწილი გადის.
ნარკომანია საქართველოში ძირითადად 25-დან 45 წლამდე მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. შემდეგ ოპიატები და ბუპრენორფინი მოდის. ბოლო დროს საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკების (კანაფის და მისი წარმოებულების) მოხმარების ლეგალიზაციის მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები ტარდება, მაგრამ მთავრობა კატეგორიულად წინააღმდეგია. მაგრამ, როგორც ჩანს, მალე მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები მხოლოდ დაჯარიმდებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში ამ დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე ისაუბრა.
მკურნალობა არასდროს არ არის გვიან
ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს მათგან განთავისუფლება ყოველთვის შეუძლია. ამაში გადამწყვეტ როლს პაციენტის მოტივაცია ასრულებს, მიაჩნია ნარკოლოგს ლაშა კილაძეს.
საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მათ შორის „მეტადონით“ ნარკოტიკების შეცვლის მეთოდი. ამ პროგრამაში ნარკომანთა 11,5% ირიცხება. ამ პროგრამით შეიძლება ისარგებლონ ნარკომანებმა, რომლებიც დამოკიდებულების მოცილებას პირველად ცდილობენ, აივ-ინფიცირებულებმა, 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებმა და სოციალუირად დაუცველებმა. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სულ საქართველოში ნარკოდამოკიდებულებისგან 2,2 ათასი ადამიანი მკურნალობს, მათგან 95 პატიმარია.