ნარკოლოგი: ყველაფერი პაციენტის მოტივაციაზეა დამოკიდებული

გამოწერა
ნარკოლოგებისთვის ყველაზე რთული ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პაციენტები არიან.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ნარკომანია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მკურნალობის დროს მთავარ როლს პაციენტის მოტივაცია ასრულებს, განაცხადა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. 

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
საქართველოში მკურნალობის კურსს 2,2 ათასზე მეტი ნარკომანი გადის

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, მათგან მხოლოდ მცირე რაოდენობა მკურნალობს. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია მარიხუანაა.

„საერთოდ, ნარკომანია განისაზღვრება როგორც თავის ტვინის ქრონიკული დაავადება. ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანს ყოველთვის შეუძლია მისგან გათავისუფლება. ამაში გადამწყვეტ როლს თითოეული პაციენტის მოტივაცია ასრულებს. თუ ვინმეს მოტივაცია არა აქვს, ის ნარკოტიკს თავს ვერასდროს დააღწევს“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ლაშა კილაძემ.

მოტივაციისა და ფსიქოლოგიური განწყობის გარდა მკურნალობისას განმსაზღვრელია ასევე ნარკოტიკის მოხმარების ხანგრძლივობაც. რაც უფრო დიდხანს მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს, მით უფრო ძნელია განკურნება, აღნიშნა მან.

„ყველაზე რთულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების განკურნება. ეს ნარკოტიკი არ არის, ეს სამკურნალო საშუალებაა, უბრალოდ, მათი გამოყენება არადანიშნულებისამებრ ხდება. ეს ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა“, — განმარტა კილაძემ.

ყოველთვიურად ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს 20-30 ადამიანი მიმართავს. 

კოლონია - Sputnik საქართველო
65-70 წლის ზევით ასაკის პატიმრები შეიძლება გათავისუფლდნენ

„ეს სტანდარტული მაჩვენებელია. ვერ გეტყვით, რომ ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი ან გაიზარდა, ან შემცირდა“, — განაცხადა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ნარკოლოგიურ დამოკიდებულებას 2,2 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს, აქედან 95 მსჯავრდებულია.

ნარკომანია საქართველოში უმეტესად 25-45 წლის მამაკაცებშია გავრცელებული. 

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური პროგრამა მოქმედებს, მათ შორისაა ნარკოტიკების პრეპარატ „მეტადონით“ ჩანაცვლება. ამ პროგრამაში ნარკომანების საერთო რაოდენობის 11,5%-ია ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0