საქართველოში მკურნალობის კურსს 2,2 ათასზე მეტი ნარკომანი გადის

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. მას ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების საერთო რაოდენობის 63,9% მოიხმარს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, მათგან მხოლოდ მცირე რაოდენობა მკურნალობს.

ნარკომანია საქართველოში უმეტესად 25-45 წლის მამაკაცებშია გავრცელებული. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია მარიხუანა. მას ნარკომანების საერთო რაოდენობის 63,9% მოიხმარს, აღნიშნულია შსს-ს მონაცემებში.

ნარკოლოგიურ დამოკიდებულებას 2,2 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს, აქედან 95 მსჯავრდებულია, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. 

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში ნარკომანიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური პროგრამა მოქმედებს, მათ შორისაა ნარკოტიკების პრეპარატ „მეტადონით“ ჩანაცვლება. ამ პროგრამაში ნარკომანების საერთო რაოდენობის 11,5%-ია ჩართული. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 90%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს იყენებენ.

2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ სამკურნალო პრეპარატების გაყიდვის წესები გაამკაცრა. ასეთი ზომების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნარკოტიკების კუსტარულად წარმოება იყო — კოდეინის შემცველი პრეპარატებისგან ადვილად მზადდება იაფი, მაგრამ ძალზე მძიმე ნარკოტიკი „დეზომორფინი“, რომელიც „კროკოდილის“ სახელითაა ცნობილი.

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების „ბიოსა“ და „სპაისის“ მოხმარებისა და გაყიდვისთვის სისხლის სამართლის სასჯელი მოქმედებს.

ნარკომანია მსოფლიო პრობლემაა. გაეროს მონაცემებით, 2013 წელს 15-64 წლის ასაკში აკრძალული ნარკოტიკები 246-მა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.


ყველა ახალი ამბავი
0