საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში ნარკომანიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა

© FB/МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში ყოველ 10 ათას მოსახლეზე 29 ნარკომანია. ქართული კანონმდებლობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიმართ ლიბერალურ მიდგომას ითვალისწინებს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართ ლიბერალურ მიდგომას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 30-ე სპეციალურ სესიაზე, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიის საკითხებს მიეძღვნა.

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ დაისჯება

ამავე დროს, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის მიმართ მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება. დიდი პარტია ნარკოტიკების რეალიზებისთვის უვადო სასჯელია გათვალისწინებული. გარდა ამისა, მკაცრად კონტროლდება ქვეყნის გავლით ნარკოტიკების ტრანზიტი. ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია — 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი 2014 წელს ამოიღეს.

„ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ… ნარკოდამოკიდებულებასთან მიმართებით ლიბერალური სამართლებრივი მიდგომის ნაწილი 2015 წელს სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილება იყო“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს სასამართლო რეფორმამ, რომელიც 2015 წელს განხორციელდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განაცალკევა ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემსუბუქდა სასჯელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, რიგ შემთხვევებში კი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა სანქციები მოქმედებს.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ 10 ათას მოსახლეზე 29 ნარკოტიკებზე დამოკიდებულია. ისინი ძირითადად მარიხუანას მოიხმარენ.

საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ, ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაში პირველად მონაწილეობს.

სპეციალური სესია ნიუ-იორკში 19 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს მთავრდება. მიიღებენ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ნარკომანების დახმარებას და ნარკოტიკების მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებისკენ მიმართულ ზომებს.

გაეროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ჯანელიძის ვიზიტი 22 აპრილს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0