ქართული პოლიტიკის პარადოქსები: ოპოზიციას ფული არ უნდა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადება ის პარტიები დააფინანსოს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდებიან, მაგრამ მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველთა 2% მოიპოვებენ, შეურაცხყოფად მიიღო.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ფული იმ პარტიებს შესთავაზა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ოპოზიციამ კი გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების გარანტიები მოითხოვა.

საქართველოში დაფინანსებას მხოლოდ ის პარტიები ღებულობენ, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 3%-ზე მეტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უკანასკნელ არჩევნებზე ხმათა 4%-ზე მეტი მიიღეს. მინიმალური დაფინანსება 150 ათას ლარს შეადგენს.

პარტიების ფინანსები

სულ საქართველოში 232 პარტიაა ოფიციალურად დარეგისტრირებული, ბიუჯეტიდან მხოლოდ 11 ფინანსდება.

2015 წელს ყველაზე მეტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდა — დაახლოებით 1 მილიონი დოლარი. შემდეგ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ მოდის — 443 ათასი დოლარი, შემდეგ კი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ — 347 ათასი დოლარი. ყველაზე ნაკლები დაფინანსება „ლეიბორისტულ პარტიას“ ერგო — 166 ათასი დოლარი.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საპროტესტო აქციებით იმუქრება

დანარჩენი პარტიები შემოწირულობებით არსებობენ. ყველაზე მეტი „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა-გირჩმა“ მიიღო — 57,9 ათასი დოლარი, შემდეგ „პატრიოტთა ალიანსია“ — 49,4 ათასი დოლარი, მესამე ადგილზეა კიევის ყოფილი მერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის, პარტია „ბედნიერი საქართველოსათვის“-15,5 ათასი დოლარი.

ვისზე ზრუნავს ხელისუფლება

ხელისუფლება იმ პარტიების დაფინანსებას სთავაზობს, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 2%-ის მოპოვებას შეძლებენ. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები გაიარა. ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მმართველი კოალიციიდან განცალკევებით გავა. დანარჩენ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, რომელიც მათ 3%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალებას არ მისცემს, მიაჩნიათ ექსპერტებს.

კახა კუკავა - Sputnik საქართველო
კუკავა: ივანიშვილი ბურჯანაძეს არჩევნებისთვის დააფინანსებს

მოლაპარაკებები და მოთხოვნები

არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოლო დროს პრემიერ-მინისტრთან ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თაობაზე კონსულტაციებს ატარებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას ხუთი მოთხოვნა აქვს: „მაჟორიტარი დეპუტატების“ ინსტიტუტის გაუქმება, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის შეცვლა, ბიუჯეტიდან ფინანსირების მიღება და წინასაარჩევნო რეკლამისთვის თანაბარი დროის მიღება. ასევე ოპოზიცია მექანიზმის შექმნას მოითხოვს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ალბათობას შეამცირებს. არასაპარლამენტო ოპოზიციას ორი მსხვილი საპარლამენტო პარტიის მხარდაჭერა აქვს — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

ოპოზიცია არ იყიდება

ხელისუფლების ოპონენტაბმა შეურაცყოფად მიიღეს ის ფორმა, რითაც მათ ფული შესთავაზეს. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლებას მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანა სურს.

ხელისუფლება კმაყოფილია

მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას კარგი წინადადება შესთავაზა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე აქტიური იქნება

„შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ“, — აღნიშნა კალაძემ.

„ჩვენ შევცვლით საარჩევნო სისტემას 2020 წლის არჩევნებისათვის. დანარჩენ მოთხოვნებს რაც შეეხება,90% შესრულებულია. ყველას შესრულება შეუძლებელია, რადგან მათი წინადადებები ულტიმატუმს უფრო ჰგავს“, — განაცხადა „ქართული ოცნების დეპუტატმა გიგა ბუკიამ.

ყველა ახალი ამბავი
0