ნატოს მოსკოვთან მოთათბირება სურს

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის განზრახვას, დააშინოს მოსკოვი და გაამხნევოს მოკავშირეები, ჯერ არანაირი შედეგი არ მოუტანია ნატოს ხელმძღვანელობისთვის. რუსეთის ხელმძღვანელობა მშვიდად და თავდაჯერებით რეაგირებს ამგვარ პროვოკაციებზე, მიაჩნია ვიქტორ ლიტოვკინს.

ვიქტორ ლიტოვკინი, სამხედრო მიმომხილველი, სპეციალურად Sputnik–ისთვის.

მოსკოვსა და ბრიუსელში გამოაცხადეს, რომ მალე რუსეთი–ნატოს სხდომა გაიმართება, რომელიც უკვე ორი წელია, რაც არ ჩატარებულა.

უკრაინის აღმოსავლეთში ომის დაწყებისა და ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის დაბრუნებას ეძღვნებოდა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, როგორც ბევრ თქვენგანს ახსოვს, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. ნატომ საკუთარ შტაბბინაში მოსკოვის წარმომადგენლობის მკვეთრი შემცირება მოითხოვა და რუს ოფიცრებსა და დიპლომატებს სათაო ოფისში შესვლა აუკრძალა. ერთადერთი, ვისაც ამის უფლება დაუტოვეს, ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გახლდათ. რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის სხვა თანამშრომლებს ოფისში შესასვლელად წინასწარი განაცხადი უნდა წარედგინათ, ხოლო შემდეგ მოთმინებით დალოდებოდნენ, ინებებდა თუ არა ადგილობრივი კომენდატურა საშვის დაშვებას.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მეჭიაური ნატოზე უარის თქმას არ გამორიცხავს

მაგრამ ნატოს ორწლიან კარანტინს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის ქცევაზე, მიუხედავად იმ მრისხანე მუქარებისა, რომლებიც ხშირად გაისმოდა ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან დასავლურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციებზე. იმის მიუხედავადაც კი, რომ უელსში ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სასწრაფო სამიტი მოიწვიეს, რომელზეც აღმოსავლეთევროპული  სახელმწიფოების „რუსული სამხედრო საფრთხისგან“ დაცვის გაძლიერება, საზღვრისპირა ტერიტორიებსა და საზღვაო აკვატორიებში სწავლებების გახშირება, ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტისა და მართვის პუნქტების გადაწყვეტილება მიიღეს და მოკავშირეებისგან ორგანიზაციის ბიუჯეტში ფინანსური შენატანების გაზრდა მოითხოვეს  — თითოეულისგან მთლიანი შიდაპროდუქტის 2%.

მართალია, ეს გადაწყვეტილებები მოსკოვის დაშინებასა და ნატოს მოკავშირეების გამხნევებას ემსახურებოდა, მაგრამ ამას ალიანსის ხელმძღვანელობისთვის ჯერჯერობით არანაირი ხილული შედეგი არ მოუტანია. რუსეთის დაშინება არ გამოვიდა და არც გამოვა — ეს უაზრო წამოწყებაა. ხოლო საკუთარი შიდაპროდუქტის 2%-ის გაღებას მხოლოდ ესტონეთი და საბერძნეთი დათანხმდნენ.

ათენი, სავარაუდოდ, იმ სახსრებიდან გადაიხდის საწევროს, რომელიც ევროკავშირმა და გერმანიამ გამოუყვეს ეკონომიკურ სირთულეებთან საბრძოლველად. ტალინზე კი საუბარიც არ ღირს. მის ორ პროცენტს ალიანსში ვერც კი შენიშნავენ.

აი დანარჩენი სახელმწიფოები, ისინიც კი, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდნენ „რუსულ სამხედრო აგრესიაზე“, ჯერჯერობით სულაც არ ჩქარობენ ბრიუსელისთვის საკუთარი ფინანსების გაყოფას.

მაგალითად ლიტვა საერთო ჯამში მთლიანი შიდაპროდუქტის მხოლოდ  1,1 პროცენტს რიცხავს, ლატვია — 0,9%-ს, პოლონეთი და გერმანია — ლიტვაზე ოდნავ მეტს, და მხოლოდ დიდი ბრიტანეთი — როგორც აშშ–ის ყველაზე ერთგული მოკავშირე, იხდის 1,7%-ს და თან პირობას დებს, რომ 2%-მდე გაზრდის შენატანს.

გადახდა არ სურთ

რატომ არ უნდათ ნატოს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებს საერთო თავდაცვისთვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა?

პასუხი აშკარაზე აშკარაა: პირველი — დეკლარირებული პანიკისგან განსხვავებით, სინამდვილეში მათ საერთოდ არ ეშინიათ „რუსეთის სამხედრო აგრესიისა“; მეორე — მათთვის რატომღაც ბევრად მოსახერხებელია ამერიკულ სამხედრო და ფინანსურ ძლიერებაზე პარაზიტული დამოკიდებულება.

აშშ–ისთვის ნატოს წევრობა — ეს ბებერ კონტინენტზე გამუდმებული და ლეგიტიმური ყოფნისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ მიღებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის   სასიცოცხლოდ აუცილებელი შესაძლებლობაა (მათ შორის, ევროპისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარ ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებითაც).

ამისათვის კი მითი „რუსეთის სამხედრო აგრესიაზე“, რომელსაც გამუდმებით უჭედავენ თავში ევროპელებს მაღალჩინოსანი ამერიკელები, მაგალითად, ფილიპ ბრიდლავი, სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად აუცილებელია.
„ვაშინგტონის კაცი“ — ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ხშირად, ლოცვასავით იმეორებს, რომ  რუსეთის დაშინება — ეს ნატოს აღმოსავლეთის მიმართულების საუკეთესო პოლიტიკაა. არა ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ევროპის ქალაქებს აფეთქებს, არამედ მოსკოვის სუვერენული პოლიტიკის საფრთხე, რომელიც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს.

და იმისათვის, რომ ამ მითმა გამუდმებით იტივტივოს ზედაპირზე, აშშ ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების განსამტკიცებლად უახლოეს საფინანსო წელში 3,7 მლრდ დოლარს გამოყოფს. თუმცა ალიანსის ბიუჯეტში ამერიკას ისედაც მთლიანი თანხის 75-80% შეაქვს.

სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
ნარიშკინი ნატოს გაფართოების გეგმებს აკრიტიკებს

სწორედ ამიტომ, სწორედ აშშ და არა სხვა ქვეყნები აგზავნიან ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე 4 ათას ხუთას ჯარისკაცსა და ოფიცერს, 250 ტანკს, ჯავშანმანქანებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს; ასპონსორებს სამხედრო მართვის ცენტრების გახსნას ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ბაზის მშენებლობასაც ასრულებენ რუმინეთის დევისელუში, რომელიც Aegis–ის ტიპის სისტემითა და SM-3 ტიპის ანტირაკეტებით იქნება აღჭურვილი. 

ვის დაბომბავენ?

ამასთან, ამერიკული 40 ათასიანი ჯარი ისედაც იდგა ევროპაში — ბელგიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სერბეთში, ესპანეთში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ბებერი კონტინენტის ხუთ ქვეყანაში — იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში 200 ერთეული თავისუფალი ვარდნის ამერიკული ატომური ბომბია В-61 განთავსებული. ხოლო ლიტვისა და ესტონეთის ავიაბაზებზე სამხედრო მორიგეობას ეწევიან  F-16–ისა და Tornado–ს ტიპის გამანადგურებლები. გასაგებია, რომ ვაშინგტონს ევროპა მტკიცე მარწუხში ჰყავს მოქცეული და რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები საბედისწეროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან.

თუმცა ევროპაში ამაზე ფიქრს თავს არიდებენ. ერთი–ორი პოლიტიკოსი თუ ცდილობს ამ საკითხზე სიტყვის დასველებას, ისიც მხოლოდ წინასაარჩევნო დებატებისას და ვიწრო აუდიტორიის წინაშე.

ადგილობრივი მედია ასეთებს ფართო ტრიბუნას არ უთმობს. პირიქით, ისინი მხოლოდ სახელგანთქმული „რუსულ სამხედრო აგრესიის“ ტემას ატრიალებენ და ტაშს უკრავენ იმ უამრავ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ახლა წამოიწყო პენტაგონმა თავის მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის პოლიგონებზე, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებში — შავ ზღვაში ხშირად შევლით და ასევე რუსეთის საჰაერო საზღვრის გასწვრივ.

იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა მოსკოვის საპასუხო რეაქცია მოჰყვეს, რომლისთვისაც ნატოს პოლიტიკა სულ უფრო საშიში ხდება, იქ ამაზე დუმან.

და რაო რუსეთმა?

როგორ რეაგირებს მოსკოვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამ პროვოკაციულ ქმედებებზე?

რუსეთის ხელისუფლება, ნატოს ოინების ფონზე, ჯერჯერობით საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად იქცევა. არ ჰყვება პროვოკაციებს. იმიტომ რომ მისი აზრით, ნატოსა და აშშ–ის ახლანდელი პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი რუსეთის გამალებული შეიარაღებისკენ ბიძგებაა.

რუსეთის 2010–2020 წლების შეიარაღების სახელმწიფო პროგრამაზე დაახლოებით 20 ტრილიონი რუბლი, ანუ 350 მლრდ დოლარია გამოყოფილი. ათი წელი სულაც არ არის ბევრი, თუ გავიხსენებთ, რომ პენტა გონის 2017 წლის ბიუჯეტი 582 მლრდ დოლარს უდრის, ხოლო ნატოს ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლრდ დოლარს შეადგენს.

და მაინც, რუსეთის არმია თანამედროვე და ეფექტური იარაღით, საიმედო საბრძოლო სისტემებით მარაგდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სურვილი, თანამშრომლობა ან თუნდაც  დიალოგი განაგრძოს რუსეთი–ნატოს საბჭოს ფარგლებში, იქიდან გამომდინარეობს, რომ ბრიუსელში იგრძნეს, რომ უმოსკოვოდ მსოფლიო სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა არ ძალუძთ. მათ შორის, არც ტერორიზმთან ბრძოლა.

აქცია - Sputnik საქართველო
საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზაზე

გასაგებია, რომ რუსეთი–ნატოს საბჭოზე მძიმე საუბარი გაიმართება.  რუსეთის წარმომადგენელს ნატოს 28 ქვეყნის ელჩის უამრავი პრეტენზიის მოსმენა მოუწევს.

თუმცა რუსეთსაც ექნება სათქმელი. მათ შორის, კიევში მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებისა და ნაციონალისტური ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთვის მხარდაჭერის თაობაზე, რომლებმაც მერე ძმათამკვლელი ომის პროვოცირება მოახდინეს დონბასში.

ერთი სიტყვით, საუბარი, თუკი ის შედგება, მწვავე იქნება. მაგრამ აქ მთავარი გამარჯვებაში კი არ არის, არამედ ის, რომ საუბრის განახლება მნიშვნელოვანია. ლაპარაკი სჯობს ომს.

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას

ყველა ახალი ამბავი
0