ნარიშკინი ნატოს გაფართოების გეგმებს აკრიტიკებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების კვალდაკვალ, კონტინენტის უსაფრთხოება მხოლოდ სუსტდება, აცხადებს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ასუსტებს და ეს უნდა გვახსოვდეს, ვინაიდან აშშ და ევროკავშირი ამავდროულად ანტირუსული ისტერიის გრადუსის აწევას ლამობენ, — განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველომ დიდი ხანია ნატოში შესვლის პრესპექტივა დაკარგა

მისი თქმით, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ექსპერტი იზიარებს მოსაზრებას, რომ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებით კონტინენტის უსაფრთხოება მხოლოდ ეცემა, ხოლო ევროპაში შეიარაღების რეჟიმის კონტროლი არსებითად შესუსტდა.

„ეს უნდა გვახსოვდეს, ვინაიდან ამავდროულად ამერიკის ადმინისტრაცია და ევროკავშირელი მაღალჩინოსნები ანტირუსული ისტერიის გრადუსის აწევას ლამობენ. აბა, როგორ არ უნდა წამოიჭრას ეჭვი, რომ ასეთ წნეხს მიღმა სხვა, თანაც ევროპის უსაფრთხოებისთვის რეალური საშიშროების დაფარვის მცდელობა დგას“, — დაამატა პარლამენტარმა.

ყველა ახალი ამბავი
0