ცხოვრება საქართველოში: რეალობიდან ოცნებამდე

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი რეფორმებსა და ინვესტიციების მოზიდვაშია.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ის საკითხი აწუხებს, როგორ იცხოვროს ფასების ზრდისა და უმუშევრობის პირობებში. ხელისუფლება აღიარებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისაგან, მაგრამ ამაში მსოფლიო პრობლემებს ადანაშაულებს. აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) გამოკითხვის შედეგები მოწმობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 66% ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს.

 „ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რომ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობაა, გამოკითხვა არ არის საჭირო“,-თქვა მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

თბილისი - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოსახლეობის 66% უკმაყოფილოა ეკონომიკური მდგომარეობით

 ოპოზიცია კი შექმნილ ვითარებას მხოლოდ ხელისუფლებას აბრალებს. „NDI-სგამოკვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე კი არა, თავის თავზე და თავის ინტერესებზე ზრუნავენ“,-ხაზს უხვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი. 

ცხოვრება ციფრებში 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 365 ათასი ადამიანი (9,7%) სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: 2015 წელს ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავლებმა თითქმის 2 მილიარდი შეადგინა

საქართველოში ოთხკაციანი ოჯახისათვის საშუალო საცხოვრებელმა მინიმუმმა, თებერვლის მონაცემებით, 289,1 ლარი შეადგინა. ამასთან ერთად თებერვალში ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კავშირგაბმულობაზე, ალკოჰოლზე და თამბაქოზე ფასები გაიზარდა. ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებია. შედარებისათვის, NDI-ს მონაცემებით, საქართველოში ოჯახის საშუალო შემოსავალია 400 ლარია.

ოცნება რეალობად ვაქციოთ 

საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი. რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალს მთავრობა რეფორმების განხორციელებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ, რომლებმაც ხალხის კეთილდღეობა გააუმჯობესეს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“,-თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორი იქნება საქართველო 10 წლის შემდეგ
 

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წყალობით, სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში 928 საწარმო შეიქმნა და გაფართოვდა, სადაც ათასობით ადამიანმა სამსახური მიიღო. „ახლანდელი მთავრობის მიზანია, ყველა ქართველისთვის უკეთესი ცხოვრების ოცნება რეალობად აქციოს“,-ხაზი გაუსვა პრემიერმა. 

არჩევნები კარს მოგვადგა 

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. „მათ, ვინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას უარყოფითად აფასებს, ოქტომბერში არჩევნებზე ეს უნდა დააფიქსირონ“,-აცხადებს პარტია  „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატების“ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. 

ეს წელი რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, მაგრამ არჩევნებზე ეს არ აისახება. „ჩვენ პრაქტიკას თუ დავაკვირდებით, საქართველლოს მოქალაქეები თავის არჩევანს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ აკეთებენ. მათთვის სხვა სტიმულები არსებობს. ასე რომ, 2016 წლის არჩევნები ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო“,-დასძინა გიორხელიძემ.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ბესელია: „ქართული ოცნება“ მალე არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რადგან საზოგადოებაში ასეთი განწყობა მის სასარგებლოდ არ მოქმედებს, აღნიშნა მან. „სამწუხაროდ, სამნახევარი წლის მანძილზე მე არ მინახია ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული რეფორმები, ამ მდგომარეობიდან ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ გამოხვალ…სისტემური რეფორმებია საჭირო“,-თქვა გიორხელიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0