პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორი იქნება საქართველო 10 წლის შემდეგ

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გახდება, რომელიც მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ ათი წლის შემდეგ საქართველო აყვავებული ქვეყანა გახდება, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის „დამაკავშირებელი რგოლი“.

საქართველო რეგიონში ვაჭრობის ძირითადი და გლობალურ ვაჭრობაში საკვანძო ცენტრი იქნება, მიიჩნევს კვირიკაშვილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენი მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა საერთაშორისო გამოცემა Caspian Energy-სთან ინტერვიუში. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ცდილობს განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და განაგრძოს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას, დასძინა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0