სამი კითხვა მთავარზე: „ქართული ოცნება“

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushin"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო ბატალიები საქართველოში სავარაუდოზე ადრე დაიწყო. მედიასა და კულუარებში არ წყდება განხილვა საკითხისა, დაიშლება თუ არა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“.

კოალიციაში რომ განხეთქილებაა, ეს აშკარა ჯერ კიდევ თებერვალში გახდა, როცა „რესპუბლიკელებმა“ და „მრეწველებმა“ ერთმანეთს უამრავი ბრალდება წაუყენეს და მუქარაც არ დაინანეს. გაღვივებულ ცეცხლს საკუთარი განცხადებით ნავთი მიუმატა ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც დაუფარავად გაახმოვანა, რომ წინააღმდეგი არ არის, თუ მმართველი კოალიციის წევრი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ცალ–ცალკე მიიღებენ. 

როგორია „ქართული ოცნების“ შემდგომი ბედი და რას უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნებისგან? 

„Sputnik საქართველომ“ ექსპერტებს სამი შეკითხვა დაუსვა:

1. რა სახით წარსდგება „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში?

უკანასკნელი პროცესების გათვალისწინებით, დიდი ალბათობაა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე წარსდგეს არა როგორც კოალიცია, არამედ როგორც პარტია, — მიაჩნია ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს. 

„გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები ან შევლენ პარტია „ქართულ ოცნებაში“ და პარტიის წევრობას არჩევენ დამოუკიდებლობას, ან დამოუკიდებელ სუბიექტებად გავლენ და არჩევნებში დამოკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას“, — განაცხადა ექსპერტმა. 

ამასთან, საყვარელიძე არ გამორიცხავს „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენას, ვინაიდან პარტიას კადრების განახლება აუცილებლად ესაჭიროება. ექსპერტის აზრით, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. „ეს საკმაოდ სერიოზული და აქტიური პარტიაა. მათ არ გაუჭირდებათ საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა“, — აღნიშნა საყვარელიძემ.  

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში დარჩებიან

რა დღე ეწევა მმართველ კოალიციას — ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკური პარტია“ საკუთარ პოზიციას გაახმოვანებს: დარჩება კოალიციაში თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, — აღნიშნა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ. 

„თუ პარტია „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ამომრჩეველთა ხმები გაიყოფა და „რესპუბლიკელები“ პროდასავლური ორიენტაციის მომხრეთა ხმებს მიიღებენ. რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებას“, ვფიქრობ, რომ ექს–პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ფსონს ამ პარტიაზე დადებს და დაეხმარება მას“, — ამბობს ჩიტაძე. 

2. რა შანსები აქვს პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ კოალიციის დაშლის შემთხვევაში და შეძლებს თუ არა პარტია უმრავლესობის ჩამოყალიბებას 2016 წლის პარლამენტში?

ის რესურსი, რომელიც პარტიას აქვს — როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული — მისცემს მას შესაძლებლობას უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გადააჭარბოს 50%-ს პარლამენტში, — მიაჩნია საყვარელიძეს. 

„თუ ასე არ მოხდება, არც ესაა პრობლემა. თუ მოგვიანებით პარლამენტში პარტიები თანამშრომლობას გადაწყვეტენ და თუ პოლიტიკური პლატფორმები მსგავსი იქნება, მაშინ ახალი საპარლამენტო კოალიცია შეიქმნება და პროცესი გაგრძელდება“, — თქვა ექსპერტმა. 

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კოალიცია არ შედგება და „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას, მაშინ პრეზიდენტი ახალ არჩევნებს დანიშნავს და ახალი პარლამენტი შეიქმნება, — ხაზი გაუსვა საყვარელიძემ. 

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებს უმრავლესობის შექმნას, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.  

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: “საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არაფერს მოუტანს

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული და ყველა ისინი „ქართულ ოცნებას“ მისცემენ ხმას, ისინი შეძლებენ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თუ კოალიცია დაიშლება, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და პარტიას გაუჭირდება მთავრობის ფორმირება“, — აღნიშნა ჩიტაძემ. 

მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება, მათ შორის, ყოფილი პარტნიორებისა კოალიციიდან. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გასვლის შემთხვევაშიც კი, მათ შორის პარტნიორობა მაინც შენარჩუნდეს. 

3. როგორი იქნება ივანიშვილის როლი არჩევნების წინ და უნდა ველოდოთ თუ არა მის დაბრუნებას პოლიტიკაში?

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნაკლებსავარაუდოა, განსაკუთრებით გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ–მინისტრად დანიშვნის შემდეგ, — მიაჩნია საყვარელიძეს. 

„ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება კრიზისი. კვირიკაშვილის გამოჩენამ კი დაამშვიდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯი იყო.  ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ხედავდეს“, — თქვა საყვარელიძემ.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში ცვლილებების წინააღმდეგი არ არის

მიუხედავად ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი შეეცდება გავლენის შენარჩუნებას და გარკვეულ როლსაც ითამაშებს. 

ნიკა ჩიტაძეც ასევე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში არ დაბრუნდება. 

„მას არ აწყობს პოლიტიკაში დაბრუნება. თუმცა შეუძლია ფსონი გარკვეულ პოლიტიკურ პარტიაზე დადოს — ამ შემთხვევაში პატია „|ქართულ ოცნებაზე“, და მას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს წინასაარჩევნო კამპანიაში“, — აღნიშნა ექსპერტმა. 


ყველა ახალი ამბავი
0