კვირიკაშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში დარჩებიან

გამოწერა
„რესპუბლიკური პარტია“ არ გადის მმართველი კოალიციიდან, მაგრამ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრები მთავრობაში მუშაობას განაგრძობენ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღე ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია… ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე გავაგრძელოთ ჩვეულებრივი მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. „რესპუბლიკელი“ მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციონირებას და ამ კუთხით არჩევნებამდე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, როგორ განაგრძობენ პოლიტიკური გაერთიანებები მუშაობას არჩევნების შემდეგ.

ამ ეტაპზე „რესპუბლიკელებს“ მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავთ – თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0