საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Alexey Kudenko"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, „რესპუბლიკური პარტიის“ მსგავსად, გადაწყვიტა, არჩევნებში საკუთარი სიით მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

დეპუტატები - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

მანამდე, ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა „რესპუბლიკური პარტია“.

„ქართულ ოცნებაში“ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. მიგვაჩნია, ეს არის მისაღები ფორმა, რომ ქართული ოცნება გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში. შესაბამისი განცხადება გაკეთდა რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც“, — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის სკანდალი აგორდა. „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0