ექსპერტი: “საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არაფერს მოუტანს

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არ არის ცვლილება, ეს კარუსელია და წინასაარჩევნოდ ეს ხელისუფლებას არაფერს მისცემს, რადგან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ხადური იქნება ფინანსთა მინისტრი თუ ქუმსიშვილი, განმარტა გია ხუხაშვილმა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილების განხორციელება ხელისუფლებას კარგს არ მოუტანს, აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მანამდე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლას მარტის თვეში აპირებს. კერძოდ,  ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტს დატოვებს და მის ნაცვლად თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება.

სამთავრობო ტრიბუნა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვილებები იგეგმება

„ეს არ არის ცვლილება, ეს კარუსელია და წინასაარჩევნოდ ეს ხელისუფლებას არაფერს მისცემს, რადგან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ხადური იქნება ფინანსთა მინისტრი თუ ქუმსიშვილი"- განმარტა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფკლებამ არა ცალკეული მინისტრების საქმიანობას უნდა გადახედოს, არამედ ზოგადად, ქვეყნის მართვისადმი არსებულ მიდგომას.

„გადასახადია ის სისტემური მიდგომები, რაც ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით არსებობს ეფექტურობის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით პრობლემები გვაქვს და ამის ფონზე მთავრობაში რაღაც გადაჯგუფებები არაფრის მეტყველია ჩემთვის",- აღნიშნა ხუხაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამაც დაადასტურა.


ყველა ახალი ამბავი
0