საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვილებები იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავრობო ტრიბუნა
სამთავრობო ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

თბილისი, 24 фев – Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებებია მოსალოდნელი, იუწყება ქართული მედია. შესაძლო საკადრო ცვლილებების განხორციელება დაადასტურა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამაც.

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
სკანდალური დეპუტატისა და მისი პარტიის ბედს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა.

„არ ვიცი, ეს საკადრო ცვლილება მარტშია თუ აპრილში დაგეგმილი. როდესაც მთავრობის თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების გასატარებლად, რომელიც მთავრობის ეფექტური მუშაობისკენაა მიმართული, კონკრეტული თარიღიც მაშინ დასახელდება“, — განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთრში.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

ეკონომიკის მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩაანაცვლებს, რომელსაც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება საგარეო უწყებას, აქ სავარაუდოდ, მინისტრის პორტფელს დავით ზალკანიანი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

ყველა ახალი ამბავი
0