ექსპერტი: რუსეთში თურქული პროდუქტების შეტანის აკრძალვა შანსია საქართველოსთვის

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaპროდუქციის დატვირთვა საექსპორტოდ
პროდუქციის დატვირთვა საექსპორტოდ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან რუსეთში მიწოდებული სოფლის პროდუქცია რუსული ბაზრისთვის მცირეა, მაგრამ ქართული მხარე უნდა ეცადოს, რომ გამოთავისუფლებული ნიშა თავისი საქონლით შეავსოს, მიიჩნევს ექსპერტი.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თურქული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე აკრძალვა საქართველოსთვის შანსია, რომ რუსულ ბაზარზე ექსპორტი გაზარდოს — შანსი, რომლის გამოყენებაც და ხელიდან არგაშვება მნიშვნელოვანია, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავამ Sputnik-თან საუბრისას.

2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთმა თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის შეტანა აკრძალა. მხარეებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა რუსულ ბომბდამშენთან დაკავშირებით, რომელიც თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა 30 მარტს არ გამორიცხა, რომ თურქეთიდან რუსეთში ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალოს. 

„რუსეთში ექსპორტს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი საქონელი, რიგი ნორმატივებითა და სტანდარტებით, ჯერჯერობით ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ხოლო რუსეთს ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე შედარებით მსუბუქი მოთხოვნები აქვს. ამიტომ ქართულ საქონელს იქ გასაღების ბაზრის პოვნა ძალზე ადვილად შეუძლია“, — განაცხადა ელიავამ.

თბილისობა 2015, ხილის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„როსსელხოზნადზორი“: თურქულ ხილს ქართული და სომხური პროდუქცია ჩაანაცვლებს

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ჭკვიანური იქნებოდა, დაეკავებინა ნიშა, რომელიც თურქულ საქონელზე ემბარგოს შედეგად გამოთავისუფლდა, აღნიშნა მან.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სტიმულს მისცემს საქართველოს მთავრობა რუსეთში ექსპორტს, მიიჩნევს ექსპერტი.

„ჩვენს მთავრობას, როგორც კი რუსეთმა თურქეთიდან რიგი საქონლის იმპორტზე აკრძალვის განზრახვაზე განაცხადა, მაშინვე უნდა მიეღო გარკვეული ზომები, რათა შეეცვალა არა მხოლოდ ქართული პროდუქტების ექსპორტის ხასიათი, არამედ მათი ხარისხიც აემაღლებინა“, — განაცხადა მან.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის რიგი პროგრამები მიიღო, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს საკმარისი სრულებით არაა, რომ ქართული ბიზნესი კონკურენტუნარიანი ან ექსპორტისთვის გამოსადეგი იყოს.

მანდარინები - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართული მანდარინის მთავარი ბაზარია

„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუსეთში რაღაც პროდუქციას ვყიდით, ამ მოცულობის გაზრდა სულ უბრალოდ შეიძლება, რადგან რუსულ ბაზარზე წარმოქმნილი ნიშის შევსება ქართულ საქონელს თავისუფლად შეუძლია“, — განაცხადა მან.

საჭიროა გაანალიზება, ღვინის, წყლისა და სოფლის პროდუქციის რამდენიმე სახეობის გარდა, კიდევ რისი ექსპორტირება შეუძლია ქართულ მხარეს რუსეთში, აღნიშნა ელიავამ.

რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ყოველთვის ღია იყო, აღნიშა ექსპერტმა. მაგრამ, სამწუხაროდ, პროდქუციის მოცულობა არც ისე დიდია, რომ რუსი მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუმცა,  საქართველოსთვის ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

ელიავას აზრით, პრობლემები, რომლებსაც ქართველი მწარმოებლები აწყდებიან, საქონლის საექსპორტოდ მომზადებას უკავშირდება, რათა ის რუსეთის ნორმებს შეესაბამებოდეს. მთავრობამ, პირველ რიგში, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ საქართველოში საექსპორტო წარმოებას სტიმული მისცეს, განაცხადა მან.

პროდუქცია ექსპორტზე - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 46,3%-ით გაიზარდა

„ჩემი ვარაუდით, ქართველი მწარმოებელ-ექსპორტიორები ძალიან მალე შეეცდებიან რუსულ ბაზარზე მოხვედრას, და ეს ძალზე დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ ჩვენ მეზობელთან ურთერთობების მოგვარებაზეც“, — განაცხადა ელიავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2016 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის რუსეთს, ირლანდიისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილი უკავია.

მოცემულ პერიოდში, 2015 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 10,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 117 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ბრუნვამ რუსეთთან საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,3% შეადგინა.

© Sputnikრუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა - Sputnik საქართველო
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა

ყველა ახალი ამბავი
0