„როსსელხოზნადზორი“: თურქულ ხილს ქართული და სომხური პროდუქცია ჩაანაცვლებს

© Тамара Хонелидзеთბილისობა 2015, ხილის ფესტივალი
თბილისობა 2015, ხილის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტ ალექსეი ალექსეენკოს განცხადებით, სომხეთი მზადაა, ახლავე დაიკავოს ეს ნიშა და რუსულ ბაზარზე ორიენტირებით ბოსტნეულისა და ხილის წარმოება გაზარდოს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თურქეთიდან ბოსტნეულისა და ხილის შემოტანა აიკრძალება, მაგრამ შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე კვირაში ამოქმედდება, — განაცხადა რუსეთის პრემიერ დმიტრი მედვედევთან გამართულ თათბირზე პრემიერის მოადგილე არკადი დვორკოვიჩმა. 

შაბათს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილებით უპასუხა რუსეთმა თურქეთს სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ–24–ის ჩამოგდებას.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომები დააწესა

როგორც "Sputnik აზერბაიჯანს" „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განუცხადა, რუსეთში ხილ–ბოსტნეულის ნაკლებობა არ იქნება. მისი თქმით, რუსეთი ამ პროდუქციაზე ძლიერ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანამ მისი წარმოება გაზარდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანში, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში. 

„ამ სიახლემ ხილ–ბოსტნეულის შესახებ სხვა ჩვენი მეზობლები აშკარად გაახარა — ამიერკავკასიის ქვეყნები, სომხეთი. ძალზე დადებითად აღიქვეს ეს ცნობა საქართველომ, აზერბაიჯანმა, ასევე ირანიც მზადაა, არსებითად გაზარდოს  მცენარეული, ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება“, — განაცხადა ალექსეენკომ.  

უფრო მეტიც, ექსპერტის განცხადებით, სომხეთი მზადაა, ახლავე დაიკავოს ეს ნიშა და რუსულ ბაზარზე ორიენტირებით ბოსტნეულისა და ხილის წარმოება გაზარდოს.


ყველა ახალი ამბავი
0