დონის როსტოვში დაღუპული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავები კომპენსაციებს მიიღებენ

© МЧС РФდონის როსტოვი, ავიაკატასტროფის ადგილი
დონის როსტოვი, ავიაკატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონის როსტოვის აეროპორტში, სადაც დღეს დილით ავიაკომპანია "Fly Dubai"-ს თვითმფრინავი ჩამოვარდა, Sputnik-ის კორესპონდენტი სერგეი ვენიავსკი მუშაობს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ამჟამად როსტოვში კვლავ უამინდობაა. მეტეოროლოგოური პროგნოზი არაპოზიტიურია, მოდის სველი თოვლი რომელსაც ქარი ახლავ თან. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სინოპტიკოსთა პროგნოზით, მსგავსი ამინდი 20 მარტამდე გასტანს. 

დონის როსტოვის აეროპორტი დახურულია ყველა როგორც შემომავალი, ისე გამავალი რეისისათვის. თვითმფრინავები 20 (21) მარტამდე არ გაფრინდება, რადგან ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება საავარიო-სამაშველო სამუშაოები. ყველა საერთაშორისო და შიდა რეისი გადამისამართებულია აეროპორტ „პაშკოვსკში“ ქალაქ კრასნოდარში. 

აეროპორტის ავტოსადგომზე მოგროვდა 30-40 ავტობუსი, რომელთაც მგზავრები კრასნოდარში უნდა გადაიყვანონ. ავტობუსებს ის მგზავრები გადაჰყავთ, რომლებიც როსტოვიდან უნდა გაფრენილიყვნენ და რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლეს ბილეთების დაბრუნება. კრასნოდარიდან ხალხს სხვა რეისებზე გადაამისამართებენ მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, ეს ეხება საერთაშორისო რეისებსაც. ყველა ავიაკომპანია ამ სიტუაციაში შეეცდება დაეხმაროს მგზავრებს, რომლებიც როსტოვიდან უნდა გაფრენილიყვნენ. 

ამასთან, აეროპორტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ყველა მსურველს საშუალება ექნება დააბრუნოს ბილეთები და უარი თქვას დღეს ან ხვალ გაფრენაზე. ხალხს ბილეთების ფულს სრულად აუნაზღაურებენ. 

Boeing-737-800-ის კატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი და პრემიერი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ აეროპორტში სიტუაცია ნაკლებ დაძაბულია, თუმცა მუდმივად შემოდიან ავტომანქანები მაშველებით უკვე ვოლგოგრადის ოლქიდან, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარიდან. 

ერთ-ერთი მაშველის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სავარაუდოდ გვიან ღამემდე, შესაძლოა უფრო დიდხანაც იმუშავებენ. 

აეროპორტის ხელმძღვანელობამ საინფორმაციო დაფაზე დაღუპული მგზავრების სია გამოიტანა. იქ 62 სახელია. დაღუპულებს შორის არიან უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები, ერთი — ინდოეთის მოქალაქეა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის დაღუპვის სამ ვერსიას განიხილავს - Sputnik საქართველო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის დაღუპვის სამ ვერსიას განიხილავს

იმავე ტერმინალში დაღუპულთა ახლობლები იმყოფებიან. მათთან ფსიქოლოგები  და მედიკოსები მუშაობენ. ასევე მუსმივად ეკონტაქტებიან როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვას აწარმოებენ, რომლითაც შემდგომში შესაძლებელი გახდება დახმარების თანხის მიღება.

დაღუპულთა ახლობლებისათვის კომპენსაციის თანხა ჯერ არ არის განსაზღვრული. გადახდა როსტოვის ოლქის ბიუჯეტიდან მოხდება. ოლქის გუბერნატორმა შესაბამისი განკარგულება გასცა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს კომპენსაციის გარეშე. 

ავიაკატასტროფა დონის როსტოვში - Sputnik საქართველო
პუტინმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დახმარების განკარგულება გასცა

უცხოელი მოქალაქეებისათვის კომპენსაციის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ტრაგედიის ადგილზე უკვე უმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოური საკონსულოების წარმომადგენლები. 

უახლოეს ხანებში ელოდებიან, რომ როსტოვის აეროპორტში საგანდებო სიტუაციათა მინისტი ვლადიმირ პუჩკოვი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სამხრეთ ფედერალურ ოლქში ვლადიმირ უსტინოვი ჩავლენ, რომლებიც კატასტროფის ადგილის გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებს შეხვდებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0