რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის დაღუპვის სამ ვერსიას განიხილავს

© photo: Sputnikრუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის დაღუპვის სამ ვერსიას განიხილავს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის დაღუპვის სამ ვერსიას განიხილავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგზავრო ლაინერის დაშვება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, ძლიერი ქარის, წვიმისა და ნისლის თანხლებით. ინციდენტის შედეგად თვითმფრინავის 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი დონის როსტოვში ავიაკატასტროფის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს: ტექნიკურ გაუმართაობას, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს, ეკიპაჟის შეცდომას, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა. 

„მუშავდება მომხდარის სხვადასხვა ვერსია, რომელთა შორისაა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების მოქმედებაში შეცდომა, ბორტის ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოპირობები და სხვა ფაქტორები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება“, — თქვა მარკინმა. 

შაბათს, ღამით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, 3:40 საათზე (მოსკ.დროით) დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას დასაფრენ ზოლთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი, მათ შორის 4 ბავშვი. ყველანი დაიღუპნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0