თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიუსამძიმრა დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს და როსტოვის ოლქის გუბერნატორსა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელს მიმართა, ჩაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება დაღუპულთა ოჯახებისთვის, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა მოახსენეს პუტინს სამძებრო სამუშაოების შესახებ, რომელიც ავიაკატასრტოფის ადგილზე მიმდინარეობს.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან მუშაობა“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
„რუსეთის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ავიაკატასტროფაში ახლობლები დაკარგა“, — განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ავიაკატასტროფის ადგილზე ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი მაქსიმ სოკოლოვი, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმირ პუჩკოვი, „როსავიაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ნერადკო და პრეზიდენტის წარმომადგენელი სამხრეთ ფედერალურ ოლქში ვლადიმირ უსტინოვი გაემგზავრნენ.