პრეზიდენტი და პრემიერი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© photo: SputnikBoeing-737-800-ის კატასტროფის ადგილი
Boeing-737-800-ის კატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში, ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარია ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. „ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", — ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

დონის როსტოვში Boeing-737-800 ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფის ადგილზე დაღუპულთა ცხედრების ძებნა დაიწყო

ტრაგედიას ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს“, — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში. 

შაბათს, ღამით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, 3:40 საათზე (მოსკოვის დროით), დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას დასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი, მათ შორის 4 ბავშვი. ყველა დაიღუპა. 


ყველა ახალი ამბავი
0