თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800–ის კატასტროფის ადგილზე დონის როსტოვში დაღუპულთა ცხედრების ძებნა დაიწყო, იუწყება РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.
„ცხრა საათიდან შევუდექით ადგილის დათვალიერებასა და დაღუპულთა ცხედრების ძებნას“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან.