ექსპერტი: საქართველოში მუშაობისა და სწავლის შეთავსება ძნელია

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისელები და ქალაქის სტუმრები მეტეხის ტაძართან
თბილისელები და ქალაქის სტუმრები მეტეხის ტაძართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მომსახურების სფეროში პროფესიონალ კადრებზე დეფიციტია, ამასთან, ახალგაზრდობა დარგობრივ კომპანიებში საწყის პოზიციებზე არც თუ დიდი ხალისით მიდის.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში მუშაობისა და სწავლის შეთავსება რთულია, ამიტომ, გამოცდილების უქონლობის გამო, კურსდამთავრებულებს დასაქმება უჭირთ, განაცხადა დასაქმების, ტრენინგებისა და კონსულტაციების სააგენტო KMS Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია წერეთელმა.

საქართველოს შრომის ბაზარზე პროფესიული კადრების დეფიციტია რიგ სფეროებში, მათ შორის ტურიზმის სფეროში, რაც სერვისისა და მომსახურების ხარისხზე გავლენას ახდენს. რთული სასწავლო გრაფიკის გამო სწავლისა და მუშაობის შეთავსება, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

„სტუდენტთა სწავლის გრაფიკი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. საზღვარგარეთ ვერ ნახავთ სტუდენტს, რომელიც პარალელურად არ მუშაობს. სტუდენტებს მუშაობასთან დაკავშირებით უნდა დავეხმაროთ. თუ საკითხი გადაწყდება, საკადრო პრობლემაც თანდათან მოგვარდება“, — მოჰყავს წერეთლის ციტატა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - Sputnik საქართველო
აშშ საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებას დააფინანსებს

მან აღნიშნა, რომ სტუდენტებს სტაჟირების გავლა თვითონ სასწავლო დაწესებულებებმა უნდა ურჩიონ.

„ჩვენ დავდივართ უნივერსიტეტებში, ვაწყობთ პრეზენტაციებს, სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით… ახალგაზრდას უნდა ესმოდეს, რომ მისი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება საკმარისი არ არის, მან პროფესიული გამოცდილება აუცილებლად უნდა მიიღოს“, — აღნიშნა წერეთელმა.

KMS Georgia-მ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც თბილისის მასშტაბით მომსახურების სფეროში სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. დღეისთვის კომპანიამ 70 სტუდენტი დაასაქმა, რომლებიც თვეში 350-400 ლარის ხელფასს იღებენ. ეს თანხა საკმარისია სწავლის საფასურის გადასახდელად.

„ეს პროგრამა სტუდენტების გრაფიკზე მთლიანად არის მორგებული. ცნობილია, რომ ბევრი მათგანი სწავლას თავს ანებებს იმიტომ, რომ საფასურის გადახდა არ შეუძლია. შესაბამისად, ასეთი პროგრამები მათთვის ძალზე მოსახერხებელია“, — აღნიშნა წერეთელმა.

სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
პრემიერმა საქართველოს განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები დააანონსა

ტურიზმის სფეროში პროფესიული კადრების არარსებობის კიდევ ერთი მიზეზი ადგილობრივი ახალგაზრდობის მენტალიტეტია. მათ უმეტესობას უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კარიერის საწყისი პოზიციებიდან დაწყება არ სურს.

„ტურიზმის სფეროში ცოტა მიდის, თუ მიდიან, მოწინავე პოზიციების დაკავება სურთ, რისი შეთავაზებაც ჩვენ არ შეგვიძლია. შესაბამისად, კადრების დეფიციტია საწყის პოზიციებზე“, — განაცხადა წერეთელმა.

საქართველოში ბოლო წლებში სერვისისა და მომსახურების სფერო შესამჩნევად გაუმჯობესდა.

თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობს

„მაგრამ სამუშაო ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. ამ სფეროში ვითარება მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს, დამსაქმებლებმა ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, ჩაატარონ ტრენინგები საკუთარი კადრებისთვის, აამაღლონ კვალიფიკაცია“, — აღნიშნა მან.

წერეთელი დარწმუნებულია, რომ მომსახურების სფეროს უმაღლეს დონეზე ასაწევად საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. ამისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ექსპერტების მოწვევას, კადრების გადამზადებასა და სხვადასხვა პრეზენტაციის ჩატარებას გეგმავს.

KMS Georgia კერძო კომპანიაა, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

ყველა ახალი ამბავი
0