სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფება მცირდება

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშირუსული სამხედრო ავიაცია
რუსული სამხედრო ავიაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი სირიის მთავრობისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების, ასევე სამხედრო სპეციალისტების მომზადების თაობაზე აღებულ ვალდებულებებზე უარს არ ამბობს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საავიაციო დაჯგუფება სირიაში, პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის შეთანხმების თანახმად, რიცხობრივად შემცირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სამშაბათიდან რუსული დაჯგუფების ნაწილების სირიიდან გამოყვანა დაავალა, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები შესრულებულია, თუმცა, ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზა და ჰმეიმის აეროდრომი ფუნქციონირებას ისევ გააგრძელებენ.

მთლიანობაში ამოცანა შესრულებულია
რუსეთისა და სირიის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების რაოდენობის შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ფრონტზე კარგ მდგომარეობასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებასთან და წარმატებებთან, რომელსაც სირიის არმიამ რუსული ჯარების მხარდაჭერით მიაღწია, აღნიშნულია ასადის კანცელარიის კომუნიკეში.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო დაჯგუფების გაყვანის დაწყების ბრძანება გასცა

პუტინის განცხადებით, სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული პრინციპული ამოცანები გადაჭრილია და მიღებულია შეთანხმება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საავიაციო დაჯგუფების ძირითადი ნაწილის გამოყვანის შესახებ.

გარდატეხას ხუთნახევარ თვეში მიაღწიეს

შოიგუმ ორშაბათს პუტინს მოახსენა, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ საერთაშორისო ტერორისტებზე დარტყმის შედეგად 2015 წლის 30 სექტემბრიდან არსებით გარდატეხას მიაღწიეს: მოხერხდა ტერორისტული ფორმირებების რესურსებით უზრუნველყოფის შეჩერება ან მთლიანად შეწყვეტა.

შოიგუს მონაცემებით, სულ ამ პერიოდის განმავლობაში 9 ათასზე მეტი გაფრენა განხორციელდა, გადაიკეტა თურქეთში ნახშირწყალბადების მიწოდების, ბოევიკებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ძირითადი გზები.

მან დააზუსტა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ავიაციამ გაანადგურა ნავთობის მოპოვების, გადამუშავების, გადატუმბვის 209 ობიექტი, ნავთობპროდუქტების მიწოდების 2 912 საშუალება. შოიგუმ დასძინა, რომ რუსული ავიაციის დახმარებით სირიის არმიამ გაათავისუფლა 400 დასახლებული პუნქტი და 10 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორია.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ტერორისტები ლატაკიიდან გაძევებული არიან, აღდგენილია მიმოსვლა ალეპოსთან, ბლოკირებულია პალმირა, გაწმენდილია ჰომსისა და ჰამას პროვინციების დიდი ნაწილი, დებლოკირებულია ავიაბაზა კვაირესი, აღდგენილია კონტროლი პალმირის ახლოს ნავთობგაზის ველებზე.

სირია - Sputnik საქართველო
სირია: ომი და დროებითი ზავი

მან აღნიშნა, რომ სირიაში რუსეთიდან წასული 2 ათასზე მეტი ბანდიტი განადგურებულია, მათ შორის 17 საველე მეთაური.

შოიგუმ ასევე განუცხადა პუტინს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის განხორციელების შესახებ, სად იყენებენ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაზვერვისა და თანამგზავრულ დაჯგუფებებს.

სამნაწილიანი პროცესის დრო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირ პუტინთან და სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას შეაჯამა ვითარება და განაცხადა: „ჩვენი საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაციამ, გარდა იმ შედეგებისა, რასაც ხმელეთზე ტერორისტების განადგურების მიზნით უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს მიაღწია, ხელი შეუწყო პოლიტიკური პროცესისთვის პირობების შექმნას“. მან დასძინა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ემხრობოდა შიდასირიული დიალოგის მოგვარებას იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლებიც 2012 წელს იქნა მიღებული.

მისი თქმით, რუსეთის წინადადებები სირიაში პოლიტიკური პროცესის საკითხით დაკავების თაობაზე სხვა ქვეყნების მხრიდან სურვილის არარსებობის პრობლემას აწყდებოდა. მაგრამ ქვეყანაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ამოქმედების მომენტიდან „სიტუაცია შეიცვალა“, აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებები სირიის პოლიტიკური პროცესის პარამეტრების შესახებ, რომელსაც სირიის მხარდამჭერმა საერთაშორისო ჯგუფმა მიაღწია, გაეროს უშიშროების საბჭოს ორ რეზოლუციაშია მოწონებული, „რომლებმაც განამტკიცეს სამნაწილიანი პროცესი — საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების გაფართოება ადრე დაბლოკილ რაიონებში და სირიის შიდა მოლაპარაკებების დაწყება“.  

ქალაქი ხომსი სირიაში - Sputnik საქართველო
კერი: აშშ–მა და რუსეთმა სირიაში ოპერაციის ჩატარების სისტემაზე მოილაპარაკეს

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა კოორდინაციის მნიშვნელობა აღნიშნეს

როგორც 14-15 მარტის ღამით კრემლის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს პუტინმა ობამას სირიიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფების გამოყვანის შესახებ აცნობა.

კრემლის პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს სირიაში ზავის შენარჩუნებისა და ტერორისტებთან ბრძოლისთვის რუსეთისა და აშშ-ის კოორდინაციის მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო კუთხითაც.

როგორც, თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა, საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს „პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი განცხადება სირიიდან რუსული ძალების ნაწილობრივი გამოყვანის შესახებ და შემდგომი აუცილებელი ნაბიჯები, რათა, კონფლიქტის გადაჭრისკენ მიმართული პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, სრულად განხორციელდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა“.

ყველა ახალი ამბავი
0