სირია: ომი და დროებითი ზავი

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როსტისლავ იშჩენკო

სირიაში კვლავაც ნარჩუნდება გადაუჭრელ პრობლემათა გორგალი, რომელიც კვებავს და მომავალშიც გამოკვებავს როგორც საომარ აქტივობას, ისე ახლახან დაწყებული დაზავების ჩაშლის მცდელობებსაც.

როსტისლავ იშჩენკო, სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი პრეზიდენტი

სირიაში ძალაში შევიდა დროებითი ზავი და… გაგრძელდა ომი.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

დავიწყოთ დროებითი ზავით. გასაგებია, რომ ეს დიპლომატიური თამაშის ელემენტია, თუნდაც იმიტომ, რომ  ის ოპოზიციური დაჯგუფებები, რომლებიც ასადთან მოლაპარაკებას დათანხმდნენ, არ გახლავთ სერიოზული ძალა, ხოლო „დაზავების ზონა“ შეუდარებლად მცირეა საომარ ზონასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ზავის პირობები რუსეთმა და აშშ–მა შეიმუშავეს და მათვე უკარნახეს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს. თანაც არა მხოლოდ სირიის სამოქალაქო ომის მხარეებს და არა მხოლოდ ინტერვენტ–ჯიჰადისტებს, არამედ მათ ანკარელ და ერ–რიადელ სპონსორებსაც.

"რეაქციამ დიდხანს არ დააყოვნა. თურქეთმა განაცხადა, რომ მისთვის დროებითი ზავი აუცილებელი არ არის, ხოლო საუდის არაბეთმა დაუყოვნებლივ დააფიქსირა მოსკოვისა და დამასკის მიერ „ზავის პირობების დარღვევა“ და განაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს სირიაში სახმელეთო ოპერაციაში".

მაგრამ ასადის სირიის არაბული არმიისთვის, ირანის საექსპედიციო კორპუსისა და რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ჯგუფისთვის ცოტა რამ თუ შეიცვალა: ძირითად ფრონტებზე  (ლატაკიაში, ალეპოსა და რაკის მიდამოებში) საომარი მოქმედებები არათუ გრძელდება, არამედ მათი ინტენსივობის მატებაცაა მოსალოდნელი.

ფაქტობრივად, საქმე გვაქვს რუსეთსა (ასადის არმია და საჰაერო–კოსმოსური ძალები) და აშშ–ს („ზომიერი ტერორისტები“) შორის ნაწილობრივ დაზავებასთან, რა დროსაც მხარეები პოზიციების გაუმჯობესებას შეეცდებიან.

ქალაქი ხომსი სირიაში - Sputnik საქართველო
კერი: აშშ–მა და რუსეთმა სირიაში ოპერაციის ჩატარების სისტემაზე მოილაპარაკეს

სწორედ ამით აიხსნება აშშ–ის ოფიციალური მოკავშირეების (თურქეთისა და საუდის არაბეთის) ნერვული რეაქცია.

რუსეთის ამოცანაა, გააფართოვოს ასადის არმიის კონტროლის ზონა „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ან ნუსრას“ ხარჯზე, და ასევე, არ დაუშვას სირიაში ანკარისა და ერ–რიადის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია. იდეალში: „ზღვარგადასული ტერორისტების“ სრული განადგურება, დამასკის კონტროლის აღდგენა სირია–თურქეთისა და სირია–ერაყის საზღვრებზე და სირიისშიდა დიალოგის დაწყება.

აშშ ცდილობს დიპლომატიურად მოიგოს ომი, რომელიც ბრძოლის ველზე წააგო. ამასთან დაკავშირებით, კვლავ წამოიჭრა თეზისი „ასადი სირიაში დარეგულირების პროცესის დაწყებამდე უნდა გადადგეს“, და ასევე განახლდა მსჯელობა სირიაში სავარაუდო ინტერვენციაზე მიმანიშნებელ „ბე“ გეგმაზე“.

რუსეთს აიძულებენ, რომ დათმობებზე წავიდეს და ვითომდა არაკონტროლირებადი თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით აშინებენ.
იდეალში აშშ–ს სურს მიიღოს რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალებისა და სირიის არმიის მიერ „ზღვარგადასული ტერორისტებისგან“ გაწმენდილი სირია, თუმცა ასადის გარეშე. სირიაზე კონტროლის დამყარების დამატებითი ფაქტორი უნდა გახდეს მისი კონფედერალიზაცია — ქურთულ, სუნიტურ, შიიტურ, ალავიტურ და შესაძლოა, ქრისტიანულ ავტონომიებად დაყოფა, რომელთაც ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში კვოტირებული წარმომადგენლობა ეყოლებოდათ.

ლიბანის გამოცდილება ამგვარი კონსტრუქციის უკიდურეს არამდგრადობასა და ასეთი გზით „გადემოკრატიულებული“ ქვეყნის საშინაო საქმეებში გარე ძალების ჩარევის შეუზღუდავ შესაძლებლობებზე მეტყველებს.
ამას გარდა, არსებობს თურქეთისა და საუდის არაბეთის ინტერესებიც, რომლებიც სირიის გაყოფისა და ქურთულ და სუნიტურ რეგიონებზე საკუთარი პროტექტორატის დამყარებისკენ ისწრაფვიან. ამ გზაზე ერთ–ერთი უპირველესად აუცილებელი ნაბიჯი — ეს დარეგულირების პროცესის დაწყებამდე ასადის გადადგომაა, რითაც სირიის ლეგიტიმური ცენტრალური მთავრობის ლიკვიდაცია მოხდებოდა.

როგორც ვხედავთ, სირიაში კვლავაც ნარჩუნდება გადაუჭრელ პრობლემათა გორგალი, რომელიც კვებავს და მომავალშიც გამოკვებავს როგორც საომარ აქტივობას, ისე ახლახან დაწყებული დაზავების ჩაშლის მცდელობებსაც.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
სირიაში რუსეთის ავიაციამ ტერორისტების მომზადების ცენტრი გაანადგურა

დღეისათვის რუსეთსა და ასადს სერიოზული უპირატესობა აქვთ. სხვადასხვა წარმოშობის „ოპოზიციის“ ერთიანი ფრონტი გახლეჩილია. შედეგად, მოსკოვსა და დამასკს გაუჩნდათ შესაძლებლობა, სამხედრო ძალისხმევების კონცენტრირება ყველაზე მეტად სახიფათო შეურიგებელ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებზე.

მეორეც: მოლაპარაკებათა პროცესში ოპოზიციის ნაწილის ჩაბმა, ხელისუფლებაში ნაწილობრივი ინტეგრაციის პერსპექტივით, სხვა „ზომიერებითვის“ მაგალითად გამოდგება, რომლებსაც არჩევანი ეძლევათ საომარ მოქმედებებში განადგურებასა და სირიის დარეგულირების პროცესში მონაწილეობის პერსპექტივებს შორის.  
მესამე: რაც ყველაზე მთავარია, იარაღდაყრილი ბოევიკების უმრავლესობა უკვე აღარ დაბრუნდება ფრონტზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დროებითი ზავი ჩაიშლება და აშშ მის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ომის მდგომარეობაში დაბრუნებას შეეცდება.

ამგვარი ვითარების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ანკარა და ერ–რიადი — შექმნილ ფორმატში — ერთმნიშვნელოვნად დამარცხდებიან, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს რუსეთ–ამერიკის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში. 
გამომდინარე აქედან, მათგან საომარი ისტერიის დაძაბვაა მოსალოდნელი. რაღა თქმა უნდა, სრულფასოვანი ომი არ სურთ, ვინაიდან მოგება არ შეუძლიათ, და ამიტომ ვითარებაზე გავლენის მოხდენის ერთადერთი საშუალება — ეს სამხედრო შანტაჟია.

ოღონდ ესაა, რომ სამხედრო პროვოკაციების პოლიტიკა და დაძაბულობის გამწვავება ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვიდეს მათი ინიციატორების კონტროლიდან. სწორედ მაშინ დაიწყება „ომი, რომელიც არავის სურდა“.
სწორედ ამიტომ, 99,9%-იანი ალბათობით, საქმე გვაქვს არა სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან, არამედ საბრძოლო მოქმედებების მორიგი რაუნდის დაწყების წინ ტაქტიკურ შესვენებასთან, იმ პერსპექტივით, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეები დასავლეთს თავიანთ მხარეს გადაიბირებენ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ–მა ღიად დაუჭიროს მხარი თურქეთის აგრესიას სირიაში, თუმცა არც რუსეთს მისცემენ იმის უფლებას, რომ მათ მოკავშირე ქვეყანას გაუსწორდეს.

ვაშინგტონი 2008 წლის შემდეგ არ წყვეტს მცდელობას, რომ რუსეთს რეგიონული ომით დაუბორკოს ხელები (რომელშიც ამერიკა ფორმალურად გადგებოდა განზე). ძალზე საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში ეს პოლიტიკა შეიცვალოს. ამერიკისთვის მეტად მაცდუნებელია ყველა პრობლემის ხელის ერთი აქნევით გადაჭრა — სხვის ხარჯზე.

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს  ავტორისას.

ყველა ახალი ამბავი
0