პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო დაჯგუფების გაყვანის დაწყების ბრძანება გასცა

© photo: Sputnik / Алексей Никольскийვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთს სირიიდან სამხედრო დაჯგუფება გამოჰყავს, თუმცა მისი მონაწილეობის ინტენსიფიკაცია სამშვიდობო პროცესში აუცილებელია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. შეიარაღებული ძალების რუსულმა დაჯგუფებამ სირიაში მის წინაშე მდგარი ამოცანები შეასრულა,  მათი ძალისხმევით, ტერორიზმთან ბრძოლაში სიტუაცია შეიცვალა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 

„ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ამოცანა მთლიანობაში შესრულებულია. ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს ხვალიდან დაიწყოს ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ძირითადი ნაწილის გამოყვანა სირიის არაბეთის რესპუბლიკიდან“, — თქვა პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. 

ამასთან პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მონაწილეობის ინტენსიფიკაცია სამშვიდობო პროცესში აუცილებელია. 

რუსეთმა  სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელება 30 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოთხოვნით დაიწყო.  


ყველა ახალი ამბავი
0