„ისლამური სახელმწიფო“ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალი საფრთხეები 2016 წელს

"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის დასაწყისი ხელსაყრელი გამოდგა საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჯანმრთელი ძალისთვის, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ სირიასა და ერაყში.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ანდრეი კაზანცევი, სპეციალურად Sputnik–სთვის.

სირიაში მიღწეული ზავი, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ მორიგ ეტაპს კომპრომისების ძიების გზაზე, ერთი მხრივ, ასადისა და ზომიერი ოპოზიციის ძალებს და, მეორე მხრივ, რუსეთსა და აშშ-ს შორის, მიანიშნებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მკვეთრი ინტენსიფიკაცია ხდება.

სირიის მთავრობას, ისევე, როგორც ზომიერ ოპოზიციას, განსაკუთრებით, ქურთებს, გამოთავისუფლებული ძალების საბრძოლოდ გადასროლა შეუძლიათ. რუსეთი და აშშ ასევე აძლიერებენ შეტევას „ისლამურ სახელმწიფოზე“ და, როგორც ჩანს, არც ისე შორსაა დღე, როდესაც ამ ფსევდოსახელმწიფოს გაანადგურებენ. ეს გარდაუვალია და აუცილებელი, ვინაიდან მთელი საერთაშორისო საზოგადოებაა დაინტერესებული იმით, რომ მსოფლიო ტერორიზმის ცენტრი განადგურდეს.

მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ ამოძირკვა სირიიდან და ერაყიდან, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ტერორისტული აქტივობის განუხრელი ზრდა შეწყდეს. აქ ისეთი ახალი პრობლემები იჩენს თავს, რომლებიც, როგორც იტყვიან, ყველას მხარდამხარ დგომით უნდა გადაიჭრას.

პირველი პრობლემა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი ტერორისტების დიდი რაოდენობის შინ დაბრუნებაა. 2015 წლის ოქტომბერში ვლადიმირ პუტინმა დსთ–ში შემავალ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე უკვე იბრძვის რუსეთისა და დსთ–ის სხვა ქვეყნების 5–7 ათასი მოქალაქე. ამ ბოევიკების ძირითადი მასა რუსეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და სამხრეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონიდან არის გამოსული (განსაკუთრებით, საქართველოს პანკისის ხეობიდან). მხოლოდ რუსეთიდან, ძალოვანი სტრუქტურების მონაცემებით, სირიაში საომრად 2800–2900 კაცი გავიდა, რაც რუსეთს ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე აყენებს ტუნისის შემდეგ.

ტერორისტები - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აშ-შიშანი, შესაძლოა, ლიკვიდირებულია

თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ავიღებთ, მაშინ საერთაშორისო ბოევიკ–ტერორისტების ასეთ რაოდენობას მივიღებთ: უზბეკეთი — 500 კაცი, ყირგიზეთი — 500, ტაჯიკეთი — 386, თურქმენეთი — 360, ყაზახეთი — 300. ამასთან, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს რიცხვები ზუსტი არ არის და მათი რაოდენობა ბევრად მეტია.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სირიასა და ერაყში მებრძოლ თითოეულ ბოევიკზე ადგილებზე სხვადასხვა ჯურის „მძინარე უჯრედების“ ასობით გულშემატკივარი მოდის. ეს ადამიანები, ისევე, როგორც საბრძოლო გამოცდილებამიღებული და უკან დაბრუნებული ბოევიკები, შესაძლებელია გამოყენებული იყვნენ ტერაქტების, არეულობებისა და პარტიზანული მოძრაობების მოსაწყობადაც კი. ჩვენ ხელთ არსებული ექსპერტული შეფასებებით, მხოლოდ „ისლამურმა სახელმწიფომ“ 70 მლნ დოლარი გამოყო ცენტრალურ აზიაში ძირგამომთხრელი სამუშაოებისთვის. თუმცა რუსი ექსპერტები აფიქსირებენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში ფულადი სახსრების ნაკადის აქტიური შედინება, „ისლამური სახელმწიფოს გარდა“, სხვა არხებითაც ხდება, რაც რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

მეორე პრობლემა „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიურობის სირიიდან ერაყში გადანაცვლებას უკავშირდება. ამას გარდა, მონიშნულია ლიბიის, ნიგერიისა და, რაც ყველაზე სახიფათოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ავღანეთის მიმართულებები. 

ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში ჩრდილო–დასავლეთ პაკისტანიდან — სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა — ჩრდილოეთ ავღანეთში დიდი რაოდენობით საერთაშორისო ბოევიკ–ტერორისტი გადავიდა. გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ავღანური ძალების მიერ მიწოდებული მონაცემებით, ავღანეთში ამჟამად 6500 უცხოელი ბოევიკი იმყოფება, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდასთან“ არიან კავშირში.

ბოლო წლებში არაბული მონარქიების ტერიტორიაზე არსებული მთელი რიგი რადიკალური ისლამისტური ფონდების გაძლიერების ხარჯზე ავღანეთისა და ახლო აღმოსავლეთის (სადაც საუდის არაბეთისა და ირანის დაპირისპირებაა) ურთულეს ვითარებათა შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

ზოგი ექსპერტი იმასაც კი ფიქრობს, რომ ბოევიკებმა პაკისტანიდან ავღანეთში გადასვლა არაბული მონარქიებიდან მიღებული ფულით შეძლეს, რათა ბოევიკები ან ირანის წინააღმდეგ მოემზადებინათ (რომელიც აქტიურად ქირაობდა ავღანელ შიიტ ხაზარებს ახლო აღმოსავლეთში ბოევიკებად გასაგზავნად), ან ადგილობრივი შიიტების წინააღმდეგ („ისლამური სახელმწიფო“ და „ალ–ქაიდა“ პაკისტანსა და ავღანეთში აქტიურად აწყობენ ტერაქტებს შიიტების წინააღმდეგ) და ან ახლო აღმოსავლეთში გადასასროლად.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, არაბეთის ნახევარკუნძულის მონარქიები რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტაბილიზაციით აღმოჩნდნენ დაინტერესებულები. ახლო აღმოსავლეთიდან ავღანეთში „დიდი ფულის“ შესვლა შესაძლოა ამასაც კი უკავშირდებოდეს. მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები „თალიბებზე“ დაახლოებით ათჯერ მეტ ხელფასს იღებენ. 

სირია - Sputnik საქართველო
აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის როლს არ აღიარებს

ავღანეთში ჯიუტად დადის ხმები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში პაკისტანელი და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების შეღწევაში პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის (ISI) ხელი ურევია, რომელიც ტრადიციულადაა დაკავშირებული არაბული მონარქიების ტერიტორიებზე არსებულ ისლამურ ფონდებთან. სხვათა შორის, ავღანეთის პარლამენტშიც ლაპარაკობენ იდუმალ ვერტმფრენებზე ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლებსაც ბოევიკები გადაჰყავდათ ქვეყნის ჩრდილოეთში, რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს. ამ კონტექსტში ძალიან ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის კიდევ ერთ ოპერაციას, რომელიც ავღანეთში საბჭოთა ომისას „ალ–ქაიდას“ ჩამოყალიბებასა და ასევე მოგვიანებით, 90–იან წლებში „თალიბანის“ შექმნას წააგავს. ყველა ამ ოპერაციაში ISI-ს საუდის არაბეთთან, კატარსა და სხვა ნავთობმომპოვებელ მონარქიებთან დაკავშირებული რგოლი შესაბამისი მონარქიების მიერ გაღებული ფულადი სახსრების „მენეჯერად“ და განმკარგულებლად გამოდიოდა.
„ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში განსაკუთრებით აქტიურად იჭრება ქვეყნის აღმოსავლეთიდან, პაკისტანის საზღვრიდან და ჩრდილოეთიდან, სადაც ძირითადად უზბეკური და თურქმენული წარმოშობის მოსყიდული ეთნიკური დაჯგუფებები და ასევე პაკისტანიდან დაბრუნებული საერთაშორისო ტერორისტები სახლობენ. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით საშიშია უზბეკეთის ისლამური მოძრაობის ის ნაწილი, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოს“ შეჰფიცა ერთგულება, და ასევე „იმარატ კავკასი“. ეს ორი ტერორისტული ორგანიზაცია ისტორიულ საფრთხეს წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.
„ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მოლა ომარის სიკვდილის შემდეგ „თალიბანში“ მომხდარ განხეთქილებას სათავისოდ იყენებს, აქტიურად განავრცობს გავლენის არეალს. ამას ხელს უწყობს „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთ–ცენტრალურაზიური ქვედანაყოფების ხელში დიდი ფულადი სახსრების თავმოყრა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან შეედინება. რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, გერასიმოვის მონაცემებით, ავღანეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 2–3 ათასი ბოევიკია შეკრებილი.
აქცია - Sputnik საქართველო
"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები გაასამართლეს

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის საგანგაშო ტენდენცია იმაშიც მდგომარეობს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში, ახლო აღმოსავლელი „სპონსორების“ ძალისხმევის წყალობით, „ისლამურ სახელმწიფოს“, „თალიბანსა“ და „ალ–ქაიდასთან“ დაკავშირებულ სხვადასხვა წვრილ–წვრილ დაჯგუფებებს შორის ურთიერთკავშირის ტენდენცია ჩამოყალიბდა.

უფრო მეტიც, ეს ურთიერთქმედება ხშირად „ისლამური სახელმწიფოს“ შავი დროშის ქვეშ ხდება. მაგალითად, ქუნდუზის აღების ოპერაციაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ავღანური ინფორმაციით, დამპყრობლები ჯერ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშას აღმართავდნენ და მხოლოდ ამის მერეღა ცვლიდნენ მას „თალიბანის“ ალმით, რათა დროზე ადრე არ დაეფრთხოთ ჩრდილო მეზობლები.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ აქტიურად გადაკვეთა თურქმენეთის საზღვარიც. იქ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა ადგილობრივმა თურქმენულმა ტომებმა — უპირველესად კი, 1920–30 წლებში ცენტრალური აზიიდან საბჭოთა ჯარების შეტევის შედეგად გაქცეული ბასმაჩების შთამომავლებმა — აღმართეს. ეს ტომები ყოველთვის ძალიან ანტისაბჭოურად იყვნენ განწყობილი და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სამხედრო დაზვერვა („აბვერი“) სსრკ–ში მათ შეჭრასაც კი გეგმავდა ჯიჰადის დროშით. ამიტომ ახლო აღმოსავლეთიდან ფულის შედინებამ (ზოგი ინფორმაციით, კატარიდან) ავღანელი თურქმენების ჩრდილოელი მეზობლებისადმი სიძულვილი (რომელთაც საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრეებად მიიჩნევენ) ახალი ძალით გააღვივა. ბევრი დამკვირვებლის აზრით, სწორედ ეს ვითარება გახდა მანამდე მშვიდ თურქმენეთ–ავღანეთის საზღვარზე ბევრისთვის სრულიად მოულოდნელი და მკვეთრი დესტაბილიზაციის მიზეზი. ავღანეთის დანარჩენ ნაწილებში ვითარება კვლავინდებურად საკმაოდ დაძაბულია.
აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირებამ ფრთები შეასხა „თალიბებს“, ხოლო კანონიერი ხელისუფლების ძალებს არ შესწევთ სერიოზული სამხედრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოების უნარი. ახლა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პარტიზანულ ძალებში დაახლოებით 50 ათასი კაცია გაერთიანებული.

ერთი მხრივ, ქაბულის რეჟიმის დამხობის შემთხვევაშიც კი ცენტრალურ აზიაში „თალიბების“ შეჭრის ალბათობა ძალიან დაბალია. ეს ასე იმის გამოცაა, რომ „თალიბანი“ უამრავ მტრულად განწყობილ დაჯგუფებად დაიყო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არც „ისლამური სახელმწიფო“ და არც „ალ–ქაიდას“ შედარებით წვრილი დაჯგუფებები არ შეიჭრებიან ქვეყანაში.


რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.

ყველა ახალი ამბავი
0