"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები გაასამართლეს

© AP Photo / Manish Swarupაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილს, გიორგი ხუტუნიშვილს, დავით ფირისებიასა და გიორგი კუპრავას სასჯელის სხვადასხვა ზომა შეეფარდათ.

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ პანკისის ხეობის მკვიდრ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.

ივნისში პანკისის ხეობაში ქართულმა სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სალაფიტი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელმაც ახმეტის რაიონის ახალგაზრდების რადიკალიზაციაში დიდი როლი შეასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჩაშვილი დამნაშვედ სცნო 327-ე პრიმა მუხლით, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირებას ითვალისწინებს და 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ეხება, ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ბორჩაშვილის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, სასამართლო გადაწყვეტილებით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გიორგი კუპრავამ დანაშული აღიარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კუპრავა დაწესებულებაში ერთ წელს გაატარებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით.

ყველა ახალი ამბავი
0