აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის როლს არ აღიარებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვაში მონაწილე ევროპელები და ამერიკელები სხვადასხვაგვარად აფასებენ ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 80% მიიჩნევს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ (რუსეთსა და რიგ სახელმწიფოებში აკრძალული ორგანიზაცია) წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მთავარი ადგილი უჭირავს. იმ ამერიკელ რესპონდენტთა რიცხვი, რომელიც ევროპის როლს ანიჭებს უპირატესობას, გერმანიისთვის 8%, ხოლო საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთისთვის, შესაბამისად, 36%, 29% და 25%-ია.

გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩატარდა. 

გერმანიაში კითხვაზე „ვინ თამაშობს მთავარ როლს სირიაში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებატ ან-ნურსის“ მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში“, რუსეთმა და აშშ-მ ხმების დიდი რაოდენობა მიიღეს, შესაბამისად, 36% და 38%. მესამე ადგილზეა საფრანგეთი (25%). გამოკიხულთა თითქმის მეოთხედმა (24%) ტერორიზმის წინააღმდეგ მებროლ ძალად ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალები და ქურთები დაასახელა.

ფრანგებმა სამი ქვეყანა — აშშ (32%), საფრანგეთი (29%) და რუსეთი (23%) დაასახელეს. ფრანგების მხოლოდ 2% თვლის, რომ თურქეთი სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შესამჩნევ როლს თამაშობს.

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებმა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას აშშ (59%), დიდი ბრიტანეთი (52%), საფრანგეთი (39%) და რუსეთი (37%) დაასახელეს.

გამოკითხვა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 3-4 თებერვალს, ხოლო კომპანია Forsa-მ კი გერმანიაში 4-8 თებერვალს ჩაატარა. გამოკითხვა საფრანგეთში კვლევითმა კომპანია Ifop-მა 3-5 თებერვალს ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის (1047), აშშ-ის (1004), გერმანიისა (1002) და საფრანგეთის (1499) მოქალაქეებმა მიიღეს.

აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროების 2016 წლის თბერვლის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რუსეთმა 7725 ავიადარტყმა განახორციელა, აშშ-მა – 3267, დიდმა ბრიტანეთმა – 33 და საფრანგეთმა – 5. 

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა
ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა - Sputnik საქართველო
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა
 

ცნობა პროექტ „ Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

გაეცანით „Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევებს

ევროპისა და აშშ-ს მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

ევროპელები ეჭვობენ, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობს

ყველა ახალი ამბავი
0