თბილისური უქმეები – 4-6 მარტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმაღაზიის აბრა ძველ თბილისში
მაღაზიის აბრა ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულ-ქართული როკი, ქალები ფოკუსში, კატების ბაზრობა, ფერწერისა და ფოტოგრაფიის განსაცვიფრებელი ხელოვნება - 8 მარტის დღესასწაულამდე პოზიტივისა და ჰარმონიის შეძენა არავის აწყენს! დამდეგ ქალთა დღეს გილოცავთ!

პარასკევი, 4 მარტი

„ქალები ფოკუსში“ — კინოჩვენებები მოახლოებულ ქალთა დღესთან დაკავშირებით გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“. წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალებზე. კინოჩვენებებს დანიელი რეჟისორის ბერიტ მადსენის „სეპიდე“ გახსნის, ფილმი ირანელ გოგონაზე, რომელიც ასტრონავტობაზე ოცნებობს. ფილმის შემდეგ შედგება დისკუსია. კინოსეანსები 5 და 6 მარტსაც გაგრძელდება. შესვლა უფასოა. 

საჩუქარი მამაკაცებისგან — სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“. ცნობილი ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას დადგმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 19:00 საათზე დაიწყება. რეჯინალდ როუზის პიესის მიხედვით განხორციელებულ სპექტაკლში თამაშობენ მურმან ჯინორია, თემურ ჭიჭინაძე, ზურაბ ინგოროყვა და სხვები. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროებსა და ვებ-გვერდზე www.biletebi.ge.

Dolby Premier-ის სტუდია - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ
 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული ქართული როკ-ჯგუფის LoudSpeakers-ის სოლო კონცერტი საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება ყველასთვის თავისუფალია!

შაბათი, 5 მარტი

ვისაც ფოტოსურათის კომპოზიციის ხელოვნების დაუფლება სურს, ამაში ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი დაგეხმარებათ. მისი მასტერ-კლასი B&W gallery-ში 12:00 საათზე გაიმართება. სამუშაო ენა — ინგლისური. ჩაწერა ხდება ტელეფონოთ 599568990 (იური მეჩითოვი). 

ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ტილოების გამოფენას შეგიძლიათ ეწვიოთ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. გარდა მხატვრის შთამბეჭდავი ტილოებისა, გამოფენის სტუმრების წინაშე წარმოდგენილი იქნება მერაბ აბრამიშვილის ფონდ „ბიზონის“ მიერ გამოცემული ახალი ალბომი მხატვრის ნახატებით. ექსპოზიცია 9 მარტამდე იმუშავებს 11:00-დან18:00 საათამდე. მუზეუმი ყოველდღე მუშაობს ორშაბათის გარდა.

ალი გამსარი - Sputnik საქართველო
ცნობილი ირანელი მუსიკოსი ალი გამსარი თბილისში კონცერტს გამართავს
 

პოპულარული რუსი ვიოდეობლოგერი, ინტერნეტპროექტ „+100500“-ის (პლუს ასიხუთასი) ავტორი და წამყვანი მაქსიმ გოლოპოლოსოვი — თბილისშია! გოლოპოლოსოვი, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოში, აქ დაუკრავს თავის ჯგუფთან 2nd Season-თან ერთად, რომელიც ასრულებს მუსიკას პანკ-როკის სტილში. შეხვედრის დრო და ადგილი: კლუბი Night Office, 19:30 საათი. რუს მუსიკოსთან ერთად გამოვლენ ქართული როკ-ჯგუფებიც — DuckTape, Third Side Justice (TSJ), Outfront და Kairmorkhen. ბილეთების ღირებულება 10 ლარია. 

კვირა, 6 მარტი

რუსული დეტ-მეტალ ჯგუფის Tacit Fury-ს მოსმენა შეგიძლიათ მძიმე მუსიკის ქართულ ფესტივალზე (Georgian Metal Fest). იგი დედაქალაქის კლუბ Night Office-ში შედგება. რუსი როკერების გარდა სცენაზე გამოვლენ საქართველოს ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფები Illuminated, VRIL YA, X-MachinE, Infadus и Darfect. ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება.

საქველმოქმედი ბაზრობის ერთ-ერთი ექსპონატი - Sputnik საქართველო
თბილისში ხელნაკეთი კატების საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება
 

კატების მოყვარულებისა და არა მხოლოდ მათთვის! თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, ნახოთ და შეიძინოთ კრეატიული და ორიგინალური საავტორო სუვენირები და სათამაშოები კატების ბაზრობაზე. მეორე ყოველწლიური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მარტის კატებს ეძღვნება, სათნოების სახლი “კათარზისის“ ფოიეში გაიმართება — აღმაშენებლის გამზირზე, 121 ნომერში. გამოფენა-გაყიდვა 12:00–დან 19:00 საათამდე გასტანს, შესვლა თავისუფალია!

ორიგინალური აქსესუარები, დეკორის მორთულობა, სამკაულები საყვარელი ქალებისთვის და სხვა უამრავი ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაზე, რომელიც სავაჭრო ცენტრ Homemart-ში გაიმართება. გამოფენა 12:00 საათიდან 21:00 საათამდე გაიმართება. 

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0