ცნობილი ირანელი მუსიკოსი ალი გამსარი თბილისში კონცერტს გამართავს

გამოწერა
თეირანელი მუსიკოსის სოლო კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ირანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი ალი გამსარი (Ali Ghamsari) 17 თებერვალს თბილისში საკონცერტო ტურის „მშვიდობის გზავნილი“ ფარგლებში კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

თეირანელი მუსიკოსი ცნობილია, როგორც ირანული ტრადიციული მუსიკის ვირტუოზი შემსრულებელი. 32 წლის შემსრულებლის დაკვრის თავისებურება ნოვატორული ტექნიკა და ეგზოტიკური რიტმია.მომღერალი მთელს მსოფლიოში ბევრს მოგზაურობს და კონცერტებს მართავს. თავის სამშობლოში გამსარიმ რამდენიმე მუსიკალური ჯგუფი დააარსა.

გამსარის სოლო კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება.

გამსარი უკრავს თარზე, რომელიც ირანში პოპულარული სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია, ასევე საზზე და დასარტყამ საკრავებზე.

ირანელი მუსიკოსის კონცერტში საქართველოს სიმებიანი კვარტეტი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0