თბილისში ხელნაკეთი კატების საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება

© Anna Kubecovaსაქველმოქმედი ბაზრობის ერთ-ერთი ექსპონატი
საქველმოქმედი ბაზრობის ერთ-ერთი ექსპონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა-ბაზრობაზე სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ხელნაკეთ კატებს გამოიტანენ გასაყიდად.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ხელნაკეთი სუვენირების რიგით მეორე ყოველწლიური გამოფენა–გაყიდვა, რომელიც თბილისში 6 მარტს გაიმართება, მარტის კატებს ეძღვნებათ, — აცნობეს Sputnik–ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

გამოფენა–გაყიდვა სათნოების სახლ „კათარსისის“ ჰოლში გაიმართება მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №121.

გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხის ნაწილი სათნოების სახლთან არსებულ ღარიბთა და მიუსაფარ მოხუცთა სასადილოს გადაეცემა.

გამოფენა-ბაზრობაზე სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ხელნაკეთ კატებს გამოიტანენ  გასაყიდად. ამას გარდა, გამოფენაზე კატის ფორმის ნამცხვარსაც იხილავთ და ნატურალურ საპონსაც.

„სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზები, საუკეთესო ნაკეთობისთვის ხმის მიცემა და საზეიმო შემოქმედებითი ატმოსფერო ელით“, — განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

გამოფენა–გაყიდვა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს. შესვლა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0