თავდაცვის მინისტრი დეპუტატის ბრალდებებს უარყოფს

© facebook.com/mod.gov.ge Сайт Министерства обороныთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძის განცხადებები - ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული სისტემური კამპანიაა, რაც მისი მოწინააღმდეგეებისთვის არის მომგებიანი.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ კამპანია მის წინააღმდეგ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების მითითებით დაიწყო.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარეს მინისტრების პატიოსნების სჯერა

თოფაძემ, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება — მრეწველების“ წარმომადგენელია, ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა საქართველოს სწრაფვა ნატოში. ამის შემდეგ დაიწყო საუბრები თოფაძის პარტიის „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შესახებ.

„ეს არის კოალიციის საწინააღმდეგო ქმედება. ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის წინააღმდეგ მიმართულია“, — განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

ამასთან, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თოფაძე კოალიციაში, სხვა წევრებთან შედარებით, მოგვიანებით მოვიდა და ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ღებულობს. „ის უბრალო დეპუტატია, რომელსაც, უბრალოდ, დეპუტატის ერთი ხმა აქვს. ის უმრავლესობის გადაწყვეტილებებს აძლევს ხმას“, — აღნიშნა მან.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თოფაძის უკან მდგომი ძალები კოალიციის გარეთ უნდა მოიძებნოს.

„მის უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები არა კოალიციაში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ“, — მიიჩნევს ხიდაშელი.

არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0