თოფაძე: თავდაცვის მინისტრმა მმართველ კოალიციას თავი მოჭრა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგი თოფაძე
გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოფაძის აზრით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას მმართველი კოალიცია შეარცხვინა, როდესაც ხმების დათვლაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა და ამით „ქართულ ოცნებას“ თავი მოჭრა, — მიაჩნია დეპუტატ გოგი თოფაძეს.

„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“, — განუცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“.

საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ, ირმა ინაშვილმა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა მთავრობის კანცელარიის შენობასთან შიმშილობა დაიწყეს, რომელიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0