თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. შაბათს საქართველოს ჩემპიონატში XVIII ტურის მატჩები გაიმართება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული პირველობის მატჩები თებერვალში ამიერიდან აღარ გაიმართება. მომავალი წლიდან საფეხბურთო სეზონი მარტიდან დაიწყება.
ტურის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ერთი მატჩი ფეხბურთისთვის სრულებით შეუფერებელ დროს — 12:00 საათზე იწყება. „არ გაუმართლა“ ორ თბილისურ კლუბს — „საბურთალოსა“ და „დინამოს“. ამავე, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოსა და ესპანეთის რაგბის ნაკრებთა შერკინება იწყება.
ამავე მიზეზით, „ლოკომოტივი“, რომლისთვისაც ეს არენა მშობლიურია, „სამტრედიის“ წინააღმდეგ „დინამო“ არენაზე ითამაშებს.
„საბურთალო“ „დინამოს“ წინააღმდეგ
თბილისური დერბი „საბურთალოსა“ და „დინამოს“ შორის კლუბების ისტორიაში მეორე იქნება. დებიუტი ამ სეზონის პირველ წრეში შედგა და „დინამოელების“ დამაჯერებელი გამარჯვებით — 4:0 დასრულდა.
გასულ ტურში „საბურთალომ“ „ჩიხურასთან“ 0:5 წააგო, რაც გუნდის 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდანგარიშიანი წაგებაა. გიორგი ჭიბრიშვილს გუნდი ასეთი „დამანგრეველი“ წაგებისთვის რეაბილიტაციისთვის მტკიცედ იქნებიან განწყობილი. საკითხი სხვაა — დაუშვებს კი ამას მეტოქე?
„დინამო“ ახლა მშვენიერ ფრმაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ორ სასტარტო ტურში იარაბეკის გუნდი მომდევნო კლუბზე შვიდი ქულით დაწინაურდა და დღევანდელ მატჩში ამ უპირატესობის შესანარჩინებლად ყველაფერს იღონებს. როგორც ჩანს, ამას ვერც ალექსანდრე იაშვილის არყოფნა შეუშლის ხელს, რომელიც მატჩს დისკვაიფიკაციის გამო გამოტოვებს.
სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა
ლიდერისგან დაშორების შემცირებას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დილა“ შეეცდება. გორის გუნდი საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ მასპინძლობს. ეს შეხვედრა იქნება, ალბათ, XVIII სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი.
მასპინძლებსაც და სტუმრებსაც გარკვეული საკადრო პრბლემები აქვთ. კერძოდ, „დილას“ დააკლდება დისკვალიფიცირებული ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ჩელებაძე, ხოლო „ტორპედოს“ გიორგი კუხიანიძე და შოთა ბაბუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.
ასეთი განლაგებისას ორივე გუნდის მწვრთნელებს — უჩა სოსიაშვილსაც და ალექსანდრ შტელინსაც შემადგენლობაში გადაადგილებებისთვის დიდი თავსატეხი გაუჩნდათ.
„ცხინვალი“ უეფას ევროპის ლიგისთვის იბრძვის
„ცხინვალი“ თბილისის „დინამოს“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჩემპიონო რბოლაში ჩაებას. სავარაუდოდ, კახა კაჭარავას კლუბი მესამე ადგილის შენარჩუნებას მთელი ძალით შეეცდება, რაც მას უეფას ევროპის ლიგაში თამაშის უფლებას აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ „ცხინვალმა“ ორივე მატჩი ფრე ანგარიშით დაასრულა, კლუბს, უკვე რვა შეხვედრაა, არ წაუგია. დღევანდელ მატჩშიც „ზუგდიდის“ წინააღმდეგ თავისი ქულების შევსების კარგი შანსი ეძლევა.
„სიონი“ „ცხინვალს“ უახლოვდება
„ცხინვალის“ კონკურენტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შეიძლება „სიონი“ იყოს. ბოლნისურმა კლუბმა ჩემპიონატის პირველი წრის შუა თამაშები სანაქებოდ ჩაატარა, მაგრამ შემდეგ, შესვენების წინ, ორ დასკვნით ტურში წააგო.
შესვენების შემდეგ „სიონმა“ ძალა მოიკრიბა და „გურიის“ წინააღმდეგ მატჩი ფრე ანგარიშით დაამთავრა, შემდეგ „კოლხეთს“ მოუგო, რამაც ვარლამ კილასონიას გუნდს „ცხინვალთან“ მიახლოების საშუალება მისცა.
საანგარიშო ტურში „სიონი“ გასვლით მატჩს „შუქურას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მათგან რომელიმე გუნდის გამორჩევა რთულია — კლუბები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ერთხელ „სიონმა“ მოიგო, მეორედ — „შუქურამ“ და მესამე მატჩიც ფრედ დამთავრდა.
„სამტრედიისგან“ გოლების მოლდინში
XVIII ტურის ყველაზე ბოლო შეხვედრა „ლოკომოტივსა“ და „სამტრედიას“ შორის, როგორც უკვე აღინიშნა, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდოდ, თამაში შედეგიანი იქნება. ბოლო ორ მატჩში დედაქალაქის კლუბმა სამი გოლი გაიტანა და ოთხიც საკუთარ კარში მიიღო. როგორც ჩანს, „რკინიგზელებს“ შეტევაში თამაში უყვართ, მაგრამ თავდაცვა ავიწყდებათ.
„სამტრედიას“, ჯერჯერობით, უფრო გააქვს გოლები, ვიდრე იღებს თავის კარში. მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცხრა შეხვედრაში გუნდებმა 30 ბურთი გაიტანეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თამაში გულშემატკივარს უხვი გოლებით გაანებივრებს.
XVIII ტურის მატჩების განრიგი
„დილა“ – „ტორპედო“
„შუქურა“ – „სიონი“
„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“
„კოლხეთი“ — ბათუმის „დინამო“
„მერანი“ — ჩიხურა“
„საბურთალო“ — თბილისის „დინამო“
„საპოვნელა“ — გურია“
„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“.