საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - თბილისის „დინამო“ პოზიციებს იმყარებს

© ФФГ"სამტრდია" - "საპოვნელა" 3:0
სამტრდია - საპოვნელა 3:0 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ ოთარ მარცვალაძე გორის „დილადან“ და გიორგი ქვილითაია თბილისის „დინამოდან“.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სამშაბათს ფეხბურთის ჩემპიონატის ტური გაიმართა, რომლის შედეგებითაც თბილისის „დინამომ“ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები განიმტკიცა — „დილას“ 7 ქულით გაუსწრო, ხოლო „ცხინვალს — 12-ით.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
„დინამო“ თბილისი და „დილა“ საჩემპიონატო მარათონს განაგრძობენ

საანგარიშო ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დილა“ გასვლით მატჩში ბათუმის „დინამოს“ — გორელებისთვის ძალზე „რთულ“ გუნდს შეხვდა. გუნდები ერთმანეთს სულ 45-ჯერ შეხვდნენ და აქედან „დილამ“ მხოლოდ ცხრაჯერ გაიმარჯვა.

XVII ტურის წინ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუმრებს გამარჯვების გარდა სხვა არანაირი შედეგი არ აწყობდათ. მაგრამ დასაწყისშივე უჩა სოსიაშვილის კლუბი აშკარად ვერ უწევდა საკმარის მეტოქეობას მასპინძლებს. მერვე წუთზე პენალტი ნიკოლა კომაზეცმა გაიტანა.

„დილამ“ საპასუხო გოლი მალევე გაიტანა — მე-18 წუთზე თავი ჩემპიონატის საუკეთესო „სნაიპერმა“ ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინა. შესვენებაზე სტუმრები მაინც ცუდ ხასიათზე გავიდნენ — გოლი თემურ შონიამ გაიტანა.

მეორე ტაიმი „დილამ“ აქტიურად დაიწყო. 62-ე წუთზე მარცვალაძემ დუბლი გააფორმა. მასპინძლების განკარგულებაში მისაღები შედეგის მისაღწევად კიდევ ნახევარი საათი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა — ფრე 2:2 „დილას“ რთულ მდგომარეობაში აყენებს.

ბათუმის "დინამო" - "დილა" 2:2
ბათუმის დინამო - დილა 2:2 - Sputnik საქართველო
ბათუმის "დინამო" - "დილა" 2:2

 

ბათუმის მატჩის პარალელურად, „ცხინვალი“ „მერანს“ მასპინძლობდა, რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლოშია. კახაბერ კაჭარავას გუნდი, ალბათ, ჩემპიონობისთვის აღარ იბრძვის, რადგან „დინამოს“ დიდად ჩამორჩება, მაგრამ ევროთასის ზონისთვის მეტოქეობაში „ცხინვალი“ ფავორიტად რჩება.

ფავორიტად ითვლებოდა გუნდი „მერანთან“ თამაშის წინაც. ეს სტატუსი „ცხინვალის“ ფეხბურთელებმა უკვე მე-17 წუთზე გაამართლეს. ლაშა ქოჩლაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოდან ბურთის წარუმატებლად გამოტანით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

გაშვებულმა გოლმა სტუმრები ვერ გატეხა და უკვე ორ წუთში „მერანის“ ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე გუნდი მცველების შეუთანხმებელი შეცდომებით ისარგებლეს. ივანე ხაბელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

ასეთი მხნე დასაწყისის შემდეგ გულშემატკივარი საგოლე და საშიში მომენტების კასკადს ელოდებოდა, მაგრამ საქმე ბევრად უფრო პროზაული აღმოჩნდა. ვითარება არც მინდვრიდან „მერანის“ მცველის სერგი ორბელაძის გაძევებამ შეცვალა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ცხინვალი" - "მერანი" 1:1
ცხინვალი - მერანი 1:1 - Sputnik საქართველო
"ცხინვალი" - "მერანი" 1:1

თბილისის „დინამოსა“ და ლოკომოტივის დერბმა XVII ტურის პროგრამა დახურა. „ლოკომოტივმა“ „დინამოსთან“ სულ 39 მატჩი გამართა და აქედან მხოლოდ ექვსჯერ შეძლო მოგება.

პირველმა ტაიმმა გოლების გარეშე ჩაიარა, საგოლე მომენტები იქმნებოდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერცერთმა კლუბმა ვერ შეძლო.

თამაში 53-ე წუთზე გამძაფრდა, როდესაც რევაზ ჩიტეიშვილმა ზუსტი დარტყმა შეასრულა. ლიბორ ხრდლიჩკა ამ დარტყმის წინაშე უძლური აღმოჩნდა.

იარაბეკის გუნდი რევანშს შეეცადა და 58-ე წუთზე შეძლო კიდეც. დაინიშნა 11-მეტრიანი ჯარიმა, რომელიც ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

რა თქმა უნდა, ფრე ანგარიში „დინამოელების“ გეგმაში არ შედიოდა, ამიტომ მათ აქტიური ზეწოლა განაგრძეს. შედეგად 69-ე წუთზე ოთარ ქიტეიშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში — 2:1 დაადგინა.

თბილისის "დინამო" - "ლოკომოტივი" 2:1
თბილისის დინამო - ლოკომოტივი 2:1 - Sputnik საქართველო
თბილისის "დინამო" - "ლოკომოტივი" 2:1

სხვა შეხვედრებიდან უნდა გამოიყოს ჩიხურას გამანადგურებელი გამარჯვება „საბურთალოზე — 5:0; „სიონსა“ და „კოლხეთს“ შორის შეხვედრა 3:1 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით „სიონმა“ მინიმუმამდე შეამცირა „ცხინვალთან“ „ჩამორჩენა“ და უეფას ევროპის ლიგისთვის მებრძოლთა სიაში რჩება.

"სიონი" - "კოლხეთი" 3:1
სიონი - კოლხეთი 3:1 - Sputnik საქართველო
"სიონი" - "კოლხეთი" 3:1

ბომბარდირთა სიაში „ორხელისუფლებიანობა“ დადგა: ოთარ მარცვალაძე გიორგი ქვილითაიას დაეწია, ახლა ორივე ფეხბურთელს ამ სეზონში 13-13 გატანილი გოლი აქვს.

XVII ტურის შედეგები:

 „ჩიხურა“ – „საბურთალო“ – 5:0

ბათუმის „დინამო“ – „დილა“ – 2:2

„გურია“ – „შუქურა“ – 0:0

 „ცხინვალი“ – „მერანი“ – 1:1

„სამტრედია“ – „საპოვნელა“ – 3:0

„სიონი“ – „კოლხეთი“ – 3:1

„ტორპედო“ – „ზუგდიდი“ – 2:0

თბილისის „დინამო“ – „ლოკომოტივი“ – 2:1

საქართველოს ჩემპიონატის XVIII ტური 27 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0