ჰეიგმა ესპანელების წინააღმდეგ მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyრაგბი. საქართველოს ნაკრები
რაგბი. საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შერკინება შაბათს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რაგბიში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში ესპანეთის წინააღმდეგ მატჩზე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩის განაცხადში 23 მორაგბე მოხვდა.

უკანა ხაზი

მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი აფციაური, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე.

რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს სძლია

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე,  შალვა სუთიაშვილი (კაპიტანი), გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, 

სათადარიგოები

 გიორგი ფრუიძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ჟვანია, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი,  ნოდარ ჭეიშვილი,  ბექა გორგაძე.

პორტუგალიასთან მატჩისგან განსხვავებით, რომელიც 13 თებერვალს გაიმართა, ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. მერაბ შარიქაძის ადგილს, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო, თამაზ მჭედლიძე დაიკავებს.

ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს - Sputnik საქართველო
ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს

 „წელს ერთა თასზე ვისთანაც ვითამაშეთ, მათთაგან ესპანეთი ყველაზე რთული მეტოქეა. ორი ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს რუსეთთან და რუმინეთთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი გუნდია“, — აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

ეს შეხვედრა გუნდებს შორის რიგით მე-17 იქნება, აქედან 12-ჯერ გამარჯვება ქართველებმა იზეიმეს, სამჯერ — ესპანელებმა. კიდევ ერთი მატჩი ფრე ანგარიშით დასრულდა. საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება 2011 წელს — 60:0 და 2013 წელს — 61:18 დაფიქსირდა.

შერკინება თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება. ბილეთის ფასი სამი და ხუთი ლარია.


ყველა ახალი ამბავი
0