საქართველოს რაგბის ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს სძლია

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშირაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტუგალიელმა რაგბისტებმა საქართველოს ნაკრებთან ზედიზედ მეშვიდედ წააგეს. ამჯერად ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩში ანგარიში 3:29 დაფიქსირდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალიის გუნდს 29:3 სძლია. მატჩი ევროპის ერთა თასის ფარგლებში გაიმართა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩის შედეგზე ვერც წვიმიანმა და ქარიანმა ამინდმა და ვერც გაზონის უღიმღამო მდგომარეობამ ვერ იმოქმედა. გუნდების კლასს შორის განსხვავება ძალზე მაღალია. საქართველოს მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია, ხოლო პორტუგალიელები მესამე ათეულის ბოლოში არიან.

მართალია, პირველი 10-15 წუთი თამაში საკმაოდ სტატიკური და სტუმრებისა და მასპინძლების მხრიდან შეცდომებით სავსე იყო. მაგრამ ამის შედეგად, დუდუ ქუბრიაშვილმა გაფრთხილება მიიღო და ქართველები 10 წუთის განმავლობაში უმცირესობაში დარჩნენ.

ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს - Sputnik საქართველო
ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს

მაგრამ ამ ვითარებას სტუმრებისთვის დაწინაურებაში არ შეუშლია ხელი. საჯარიმო დარტყმის რეალიზება მერაბ კვირიკაშვილმა მოახდინა. რამდენიმე წუთის შემდეგ პორტუგალიელებმა მაინც გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა და საჯარიმოს საშუალებით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

საბოლოოდ თამაში პირველი ნახევრის ბოლოს „გაიხსნა“ და ყველა მთავარი მოვლენა რვა წუთის ინტერვალში ჩაეტია. თავდაპირველად გიორგი თხილაიშვილმა ლელოში ბურთი დაამიწა. თუმცა კვირიკაშვილის გარდასახვას ძლიერმა ქარმა შეუშალა ხელი და ბურთმა კარში ვერ შეაღწია — 3:8. მორიგმა ლელომ არ დააყოვნა. ბორჯღალოსნების ლამაზი კომბინაციით შესრულებული გადაცემა და ვასკა ლობჟანიძის ეფექტური პასი კვირიკაშვილმა ლელოთი დაასრულა, გარდასახვაც მოაყოლა და პირველი ტაიმი ანგარიშით 3:15 დასრულდა. 

რეგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კვლავ მე-14 ადგილზეა

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველის ლოგიკური გაგრძელება იყო. დებიუტში თავისი გვარი ტაბლოზე ზურაბ ჟვანიამ დაწერა, ხოლო კვირიკაშვილმა რეალიზების შესრულებაში სიზუსტე კვლავ არ დაარღვია.

შემდეგი 20 წუთი მშვიდ ტემპში წარიმართა. ქართული ნაკრები დაჟინებით უტევდა, მაგრამ არც თავდაცვას ივიწყებდა. მეორე ტაიმის 26-ე წუთზე მილტონ ჰეიგის გუნდმა მატჩის საბოლოო ანგარიში დაადგინა. გარდასახვა მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა, ხოლო რეალიზაცია, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის აქტივშია.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა ანგარიშში განსხვავების შემცირება სცადეს, მაგრამ ამაოდ — ფინალურ სასტვენამდე ციფრები 29:3 არ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მეშვიდეჯერ მოუგო. სულ გუნდები ერთმანეთს ოცჯერ შეხვდნენ და აქედან 14-ჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.

ევროპის ერთა თასის ფარგლებში შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს ესპანელების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

ყველა ახალი ამბავი
0