თბილისი, 10 თებერვალი —Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს უძლიერესი გუნდების განახლებულ რეიტინგში, რომელსაც რაგბის საერთაშორისო საბჭო აქვეყნებს, კვლავ მე-14 ადგილზეა.
გერმანიის ნაკრებთან ახლახან მოპოვებული გამარჯვება (59:7) არანაირად არ აისახა ქართული გუნდის მდგომარეობაზე, რადგან გერმანია რეიტინგში ძალიან დაბლაა (26) და ასეთ სუსუტ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას არ შეუძლია საერთო სურათზე იმოქმედოს.
არ შეიცვლება სიტუაცია 13 თებერვლის შემდეგაც, როცა საქართველოს ნაკრები ითამაშებს პორტუგალიელებთან, ვინაიდან ისინი უფრო დაბლა არიან რეიტინგში — 27.
ამ დროისათვის საქართველოს ნაკრებს აქტივში 71.45 ქულა აქვს და მე-13 ადგილიდან რომელზეც ტონგა იმყოფება, ქართველებს მხოლოდ 0,15 წულა აშორებს.
რეიტინგის სათავეში კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელიც შარსან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე ავსტრალიელები არიან, ხილი მესამეზე სამხრეთ აფრიკა.