ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს

© Федерация регби Грузииქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს
ქართველმა რაგბისტებმა გერმანიის ნაკრებთან ერთა თასზე მატჩი მოიგეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ერთა თასზე თბილისში გამართულმა მატჩმა ქართველ რაგბისტებს გამარჯვება მოუტანა. შემდეგ გასვლით მატჩს ქართველები პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ერთა თასის მატჩში გერმანიის ნაკრებს 59:7 მოუგო. 

შეხვედრის მეექვსე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თუმცა მას მერე ანგარიში ციფერბლატზე მხოლოდ ქართველთა სასარგებლოდ იცვლებოდა. საერთო ჯამში ქართველ რაგბისტებს 9 მცდელობა ჰქონდათ (სხვადასხვა მოთამაშეების მიერ) და შვიდი რეალიზაცია (ყველა ლაშა მალაღურიძემ შეასრულა).

დავით ქარჩავა, რომლისთვისაც საქართველოს რაგბის ნაკრებში ეს უკვე 88-ე მატჩი იყო, ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუსწორდა. ამჟამად ორივე რაგბისტი რეკორდსმენია ეროვნულ ნაკრებში გამართული მატჩების რიცხვით. 

შემდეგ გასვლით თამაშს საქართველოს ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. 


ყველა ახალი ამბავი
0