თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვით, ფრანგების 72% მიიჩნევს, რომ თურქეთი თვალს ხუჭავს თურქი გადამყიდველების საქმიანობაზე, რომლებიც სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით ვაჭრობენ. გერმანელების ნახევარზე მეტი (52%), ამერიკელების 38% და ინგლისელების 41% ეთანხმება აზრს, რომ ტერორისტებთან ნავთობით ვაჭრობა თურქეთის ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე ხორციელოდება. გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის გერმანიაში ცნობილმა კვლევითმა ორგანიზაცია Populus-მა ჩაატარა, ხოლო საფრანგეთში — კომპანია Ifop-მა.
მოსაზრებას „თურქეთი აქტიურად ებრძვის ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიც „ისლამური სახელმწიფოა“, ფრანგების 59% არ ეთანხმება. გერმანიაში ამ მოსაზრებას 36% არ ეთანხმება, ხოლო 26% — ეთანხმება. დიდ ბრიტანეთში მოსაზრება ზუსტად ორად გაიყო — 23% ეთანხმება და 23% — არა. აშშ-ში პირიქით, მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ თურქეთი აქტიურად ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებებს, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრება 17%-ს აქვს.
გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 3-4 თებერვალს ჩაატარა. საფრანგეთში — 3-5 თებერვალს კომპანია Ifop-მა. გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება მთლიანად ქვეანაში +/- 3,1%-ს შეადგენს.
ცნობა პროექტ „ Sputnik. მნენიას“ შესახებ
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.