გერმანია უკმაყოფილოა მიგრანტების საკითხში აშშ–ის მხარდაჭერის დონით

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები გერმანიაში
მიგრანტები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის მოსახლეობის 71%–ს არასაკმარის დახმარებად მიაჩნია ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება წელიწადში 100 ათასი ლტოლვილის მიღების თაობაზე. აშშ–ის დახმარების დონით ასევე უკმაყოფილოები არიან უნგრეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik.  „Sputnik. მნენია“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკის“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიის მოსახლეობის 71% არასაკმარისად მიიჩნევს აშშ–ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, 2017 წლამდე წელიწადში 100 ათასი ლტოლვილის მიღების შესახებ. აშშ–ში კი პირიქით, გამოკითხული ამერიკელების 85% დარწმუნებულია, რომ აშშ–ის დახმარება საკმარისიცაა და იმაზე მეტიც, ვიდრე შეერთებულ შტატებს საერთოდ უნდა შეეთავაზებინა. 

შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, აშშ–ის წინადადება, 2017 წლამდე მიიღოს წელიწადში 100 ათასი ლტოლვილი, არის…“ — აღმოსავლეთ ევროპაში გამოკითხულთა 54 %–მა პროცენტმა, ხოლო დასავლეთ ევროპაში 45%–მა უპასუხა, რომ ევროპელებისთვის მიგრაციულ კრიზისში შეთავაზებული დახმარება არასაკმარისია. აშშ–ის დახმარების დონით ასევე უკმაყოფილოები არიან უნგრეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში — 63%, 62% და 47% შესაბამისად. 

აშშ–ის მიერ შეთავაზებული დახმარების მოცულობით ყველაზე მეტად უკმაყოფილოები ფრანგები არიან — 54%. დიდ ბრიტანეთსა და  ჩეხეთში ამ მოსაზრებისადმი სოლიდარულია — 51% და 46% შესაბამისად. 

გამოკითხვა კვლევითმა კომპანიამ Populus–მა 2015 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში შერჩეული 8 ათასი რესპონდენტი — ათას–ათასი კაცი თითოეულიდან.  

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას. 

გერმანია უკმაყოფილოა მიგრანტების საკითხში აშშ–ის მხარდაჭერის დონით
გერმანია უკმაყოფილოა მიგრანტების საკითხში აშშ–ის მხარდაჭერის დონით  - Sputnik საქართველო
გერმანია უკმაყოფილოა მიგრანტების საკითხში აშშ–ის მხარდაჭერის დონით

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

 

„Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევები: 

ტერორიზმის საფრთხე ევროპაში მიგრაციულ კრიზისს ამძაფრებს

ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

ევროპისა და აშშ–ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?“

ევროკავშირისადმი იმედგაცრუების შედეგად ევროპაში ოპოზიციის პოპულარობა იზრდება

ევროპელების 28%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას

 


ყველა ახალი ამბავი
0