სამი კითხვა მთავარზე: ირანი და საქართველო

© photo: Sputnik / Grigory Sysoevირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ირანის მოქალაქეებისთვის 15 თებერვალს სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამას წინ უსწრებდა დასავლეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების მოხსნა. ეს ორი რამ ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველო–ირანის ურთიერთობებში, რაც შესაძლოა გარკვეულ რისკებსაც კი უკავშირდებოდეს.

„Sputnik საქართველომ“ ექსპერტებს საქართველო–ირანის ურთიერთობების გარშემო სამი ყველაზე აქტუალური შეკითხვით მიმართა.

1. რა შესაძლებლობები იხსნება საქართველოსა დ ირანის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის?

ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებასთან ერთად, ფართო შესაძლებლობებს ხსნის საქართველო–ირანის ურთიერთობებში.

„ირანი სანქციათა რეჟიმიდან გამოდის და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვიანიდან ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზაციის გზაზე ირანს ერთ–ერთი საკვანძო როლის შესრულება შეუძლია.

ჩვენ ვიცით, რომ ირანი მდიდარია ენერგომატარებლებით. მან უნდა შეიმუშავოს გზები გაზისა და ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე გასატანად და საქართველოს, პრინციპში, სერიოზული როლის თამაში შეუძლია ამ ისტორიაში. ამას გარდა,  ირანის სხვა ქვეყნებთან წმიდად სავაჭრო გზებმაც შესაძლოა საქართველოზე გაიაროს“, — განუცხადა Sputnik–ს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ხუხაშვილმა.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ სამი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, როდესაც ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებდა და როდესაც ირანელი ბიზნესმენები აქტიურად დებდნენ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში. 

Sputnik - Sputnik საქართველო
„სამი კითხვა მთავარზე“ – Sputnik-მა ახალი სადისკუსიო პროექტი ჩაუშვა

„წვრილი და საშუალო ბიზნესი ძალიან აქტიურად მუშაობდა საქართველოში და ქალაქში ძალიან ბევრ კომერციულ ობიექტს ვხვდებოდით ირანული აბრებით. ასევე დიდი იყო ირანიდან ჩამოსულთა რაოდენობაც, რომლებიც საქართველოში მსხვილი ინვესტიციების ჩადებას გეგმავდნენ, თუმცა სავიზო რეჟიმის შემოღებამ მათ ხელი შეუშალა. შესაძლოა ახლა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. დაზვერვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკვე ჩატარებულია. ვნახოთ, რა გამოვა“, — უთხრა არეშიძემ Sputnik–ს.

ახლა ახლო აღმოსავლეთში სერიოზული დაბრკოლებები არსებობს ეკონომიკური აქტიურობისთვის, ამიტომ ირანელი ბიზნესმენებისთვის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მეტად მიმზიდველი ქვეყნებია, ხაზი გაუსვა არეშიძემ.
2. გაზრდის თუ არა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოში მიგრანტთა ნაკადს?

ექსპერტების აზრით, ირანის ისლამურ სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმი, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, მიგრანტთა უკონტროლო ნაკადის წარმოქმნის საფრთხესთანაც. თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება მათ ნაკლებსარწმუნოდ ეჩვენებათ.

„არა მგონია, რომ მიგრანტთა ნაკადი დიდი იყოს. ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული პრაქტიკა — ირანიდან ბევრი ჩამოდიოდა აქ ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ლტოლვილთა ნაკადი არ დაფიქსირებულა და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ასეთი ჯგუფებისთვის არც არის მიმზიდველი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ მოხდეს ის, რაც მოხდა ევროპაში. ირანის გავლით საქართველოში შესაძლოა სხვა ახლოაღმოსავლური ქვეყნებიდან ლტოლვილები მოხვდნენ“, — თქვა მამუკა არეშიძემ.

გიორგი ხუხაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მიგრაციული კრიზისის ალბათობა ძალზე მცირეა.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
თეირანში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდებაზე იმსჯელებენ

„ნაკლებ სარწმუნოა, რომ მიგრანტთა ნაკადი საქართველოსკენ დაიძრას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ასეთ რისკებს მე ვერ ვხედავ, თუმცა მომავალში ყველაფერი შესაძლებელია“, — თქვა ხუხაშვილმა.
მან სხვა შესაძლო რისკებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ვინაიდან ახლა საქართველოს ირანთან „თაფლობის თვე“ აქვს და ექსპერტს „თაფლის კასრში კუპრის ჩაწვეთების“ სურვილი არ აქვს.

3. რა უფრო მეტია საქართველო–ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაში — პლუსი თუ მინუსი?

ექსპერტები თანხმდებიან, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება მართებული ნაბიჯია.
„მოცემულ ვითარებაში, როდესაც ირანი სასანქციო რეჟიმიდან გამოდის, პლუსები ჭარბობს. ეს პოზიტივია. უნდა ვიმოქმედოთ, ოღონდ წინდახედულად. რისკები არსებობს, რა თქმა უნდა, და ეს რისკები უნდა გავითვალისწინოთ, ვინაიდან რა ფული შემოვა, რაზე დაიხარჯება — ამას გამუდმებით უნდა დავაკვირდეთ, რადგან, ერთი მხრივ, ინვესტიციები კი გვსურს, მაგრამ მეორე მხრივ, ფულის წარმოშობა და მათი მიზანმიმართულობა გამუდმებით უნდა მოწმდებოდეს“, — თქვა ხუხაშვილმა, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

ირანი - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები აღარ სჭირდებათ

მამუკა არეშიძეს კი მიაჩნია, რომ საქართველოს 2014 წელს საერთოდაც არ უნდა დაეწესებინა ირანელებისთვის სავიზო რეჟიმი.

„ზოგადად, ვიზების გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ირანს დიდი რესურსები აქვს და ისინი მზად არიან ჩადონ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. მე უბრალოდ გაფრთხილებთ: არსებობს საშიშროება, რომ ზოგ შემთხვევაში, არაკომერციული ორგანიზაციების საფარქვეშ საქართველოში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვა საქმეებით იქნებიან დაკავებულები. სხვათა შორის, ეს ეხება არა მხოლოდ ირანს, არამედ სხვა ბევრ ქვეყანასაც, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლურებს“, — აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტი განმარტავს, რომ ზოგი არაბული ორგანიზაცია, რომლებიც კომერციულ, ჰუმანიტარულ, კულტურულ–საგანმანათლებლო ორგანიზაციებად ინიღბებიან, სინამდვილეში საქართველოში რადიკალური ისლამის გავრცელებით არიან დაკავებულები.

ყველა ახალი ამბავი
0