თეირანში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდებაზე იმსჯელებენ

© photo: Sputnikგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ირანული ბუნებრივი აირის საქართველოში მოწოდების მარშრუტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თანაც ყველაზე რეალური ირანს, საქართველოს, რუსულ „გაზპრომსა“ და სომხეთს შორის სვოპ-ოპერაციებთან დაკავშირებული ვარიანტი ჩანს, განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდებაზე იმსჯელებენ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 15 თებერვალს ირანში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

საქართველოში დღე-ღამეში დაახლოებით 11 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი შემოდის. მათგან 6 მლნ აზერბაიჯანული გაზია მილსადენ „ყაზახიდან“, 3,2 მლნ — „შაჰ-დენიზ-1“-ის (სამხრეთ კავკასიური მილსადენი) ფაზის ფარგლებში, დანარჩენ 1,5-2 მლნ კუბმეტრს სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს.

ირანი - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები აღარ სჭირდებათ

„ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. განხილული იქნება ასე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებ”, — განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ენერგეტიკულ წყაროებზე ფიქრობს და ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გაზკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველო ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას არ გამორიცხავს, თუ თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შესთავაზებს, აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

ეკონომისტი ლევან კალანდაძის განცხადებით, ირანისგან გაზის მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია და თუ მომავალში მოხდება გაზსადენის რეაბილიტაცია, შეიძლება, საქართველოს გაზის მომწოდებელი ქვეყნების არც თუ ისე დიდ ჩამონათვალს ირანიც დაემატოს.

ირანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს ირანთან „თაფლობის თვე“ აქვს


ამავე დროს, ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალები-ფარმა განაცხადა, რომ ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება ტექნიკურად შესაძლებელია.

შეიძლება სომხური მარშრუტის ან აზერბაიჯანული ინფრასტრუქტურის გამოყენება. არსებობს ასევე მესამე შესაძლებლობაც — სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა ირანს, საქართველოს, რუსულ „გაზპრომსა“ და სომხეთს შორის უნდა წარიმართოს, განაცხადა ელჩმა.

მისი განცხადებით, ეს უკანსკნელი ყველაზე რეალური ვარიანტია.

ყველა ახალი ამბავი
0