ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები აღარ სჭირდებათ

© photo: Sputnik / Григорий Сысоевირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ირანიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მათმა რაოდენობამ 44%-ით იკლო, ხოლო 2015 წელს — 70%-ზე მეტით.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის 15 თებერვლიდან უვიზო რეჟიმი შემოიღო. ირანის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა ჩამოსვლის მომენტიდან 45 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ორშაბათიდან აღდგენილია „საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების თაობაზე“ შეთანხმების მოქმედება.

ირანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს ირანთან „თაფლობის თვე“ აქვს

„ვიზების გაუქმება მართებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ირანს დიდი რესურსები აქვს და ისინი მზად არიან ინვესტიციები ჩადონ ჩვენს ეკონომიკაში“, — განუცხადა Sputnik–ს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.

„ეს საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა. როგორც ცნობილია, ირანის მიმართ მეორე ტალღის სანქციები მოხსნილია. საქართველოს მთავრობა აუცილებლად მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები დაბალანსდეს“, — განაცხადა აშშ–ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირანის მცხოვრები - Sputnik საქართველო
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ფერეიდნელებს ისტორიულ სამშობლოსთან დაააკავშირებს

მან აღნიშნა, რომ ტურიზმის ზრდით ქვეყნაში მეტი ფული შემოვა. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ირანელებმა ნახონ, რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა ხელისუფლება და საზოგადოება ანგარიშვალდებულებასა და ჩართულობაზე იყოს დაფუძნებული, — ხაზი გაუსვა ელჩმა.

„სავიზო რეჟიმის გაუქმება — ეს სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. ბუნებრივია, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის სრულფასოვნად ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში“, — აღნიშნა ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალები–ფარმა.

2013 წელს საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ ირანიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მათმა რაოდენობამ 44%-ით იკლო, ხოლო 2015 წელს — 70%-ზე მეტით.

ყველა ახალი ამბავი
0