ექსპერტი: საქართველოს ირანთან „თაფლობის თვე“ აქვს

© photo: Sputnik / Григорий Сысоевირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანი ბუნებრივი აირისა და ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტის გზებს შეიმუშავებს და საქართველოს, ამ თვალსაზრისით, სერიოზული როლის შესრულება შეუძლია, მიიჩნევს გიორგი ხუხაშვილი.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მხრიდან ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე დადებითად აისახება, მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ხუხაშვილი.

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს 15 თებერვალს გააუქმებს. რეჟიმი ცალმხრივად 2013 წელს დაწესდა. საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციებით ახსნა.

„ირანი სანქცირებული რეჟიმიდან გამოდის და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზების გზაზე ირანს ერთ-ერთი საკვანძო როლის შესრულება შეუძლია.

ვიცით, რომ ირანი ენერგომატარებლებითაა მდიდარი, ირანმა ბუნებრივი აირისა და ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტის გზები უნდა შეიმუშაოს, და საქართველოს, ამ თვალსაზრისით, სერიოზული როლის შესრულება შეუძლია“, — განუცხადა ხუხაშვილმა Sputnik-ს.

ირანის მცხოვრები - Sputnik საქართველო
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ფერეიდნელებს ისტორიულ სამშობლოსთან დაააკავშირებს

ამასთან, ექსპერტმა ირანისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„არ მინდა რისკები განვიხილო, რადგანაც ახლა ჩვენ ირანთან, ასე ვთქვათ, „თაფლობის თვე“ გვაქვს და არ მინდა, თაფლში ერთი წვეთი კუპრი გავურიო, ჯერ ნაადრევია“, — აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ირანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გაუქმება უძღოდა წინ.

ყველა ახალი ამბავი
0