თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „სტუდია მაესტროს“ მეწილემ მაკა ასათიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა რომელშიც ითხოვს გიორგი გაჩეჩილაძისათვის 30 % წილის შეჩერებას.
ქართველი საესტრადო მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი წინა კვირას გახდა. მანამდე იგი აქციათა 25 %-ს ფლობდა და 30% შეიძინა სხვა მეწილეებისაგან - ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძისაგან.
„ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა, რომლითაც ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს გიორგი გაჩეჩილაძის მიერ შეძენილი 30%-იანი საპარტნიორო უფლება…, რასაც შემდგომში სარჩელი მოჰყვება. ეს შეთანხმება კანონსაწინააღმდეგო და მოჩვენებითია“, — უთხრა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ინტერვიუში საინფორმაციო სააგენტოს "Новости-Грузия"-ს.
მას მერე რაც 24 საათის განმავლობაში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ შუამდგომლობაზე, ბრალდების მხარეს 10 დღე ექნება იმისათვის, რომ დასაბუთებული სარჩელი შეიტანოს, აღნიშნა ადვოკატმა.
გვენეტაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ სინამდვილეში საკონტროლო პაკეტს ფლობს არა გაჩეჩილაძე, არამედ აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს პარტნიორი ირაკლი რუხაძე.
ამის მიზეზი გახდა რუხაძისა და ასათიანის მიმოწერა, სადაც იგი სთხოვს დიზაინერს თავისი წილი 25% დათმოს 7,5 მილიონ დოლარად.
ირაკლი რუხაძე — კომპანია Salford Georgia —ს მფლობელი, აშშ-ს მოქალაქეა. ადვოკატ გვენეტაძის აზრით, რუხაზე ხელმძღვანელობს კიდევ ერთ ქართულ ტელეკომპანიას — „იმედი“, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, რაც უკვე არღვევს კანონს „კონკურენციის შესახებ“ და მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.
მაგრამ არც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არც კომუნიკაციების რეგულირების ეროვნულ კომისიაში ინფორმაცია ირაკლი რუხაძის მიერ პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიის მართვის შესახებ არ აქვთ.
ტელეკომპანია „მაესტრო“ არა ერთხელ მოქცეულა ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. მაგრამ ამჯერად აჟიოტაჟის მიზეზი გახდა 2 თებერვალს საჯარო რეესტრის გვერდზე გამოჩენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გახდა.