საქართველოში ლგბტ პირთა უფლებადამცველები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშილგბტ
ლგბტ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლგბტ პირთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ პროვოკაციულს უწოდებენ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ლგბტ პირთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი ტატიშვილის ინიციატივის — ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება — წინააღმდეგ გამოდიან.

იანვრის ბოლოს ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.

მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო
დეკანოზი დავით შარაშენიძე: ლგბტ პირები მოსახლეობას ევროკავშირის წინააღმდეგ განაწყობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „იდენტობა“ „თემიდა“, WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი" და "ლგბტ საქართველო" აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის ამ თემის წამოწევა აქტუალური არ არის და აღნიშნულ ინციატივასთან მათ კავშირი არ აქვთ.
„სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა", — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გარდა ამისა, არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ტატიშვილი გარკვეულ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ძალებთან ერთად მოქმედებს, რომელთა ინტერესიც ლგბტ პირების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური ფონის კიდევ უფრო გაღვივებაა.

ბიანკა შიგუნოვა - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერ ბიანკას სიკვდილმა საქართველოს ლგბტ საზოგადოება შეაშფოთა

„ჩვენ გვსურს გამოვთქვათ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ტატიშვილის ინიციატივა — პროვოკაციულია, რომელიც მიმართულია ლგბტ პირთა არა დაცვისკენ, არამედ მათთვის ზიანის მიყენებისკენ“, —ნათქვამია განცხადებაში.

თავიანთი მოსაზრების არგუმენტად არასამთავრობოებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადება მოჰყავთ, რომლითაც საპატრიარქო შსს-ს ტატიშვილისთვის დროებითი დაცვის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

„მსგავსი განცახდება ლგბტ პირთა მიმართებით საპატრიარქოს არსდროს გაუკეთბია, პირიქით, უფრო მეტად მათ მიამრთ ძალადობის პროვოცირებასაც ახდენდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0