საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ

© Личный архив Г. Татишвилиლგბტ პირების უფლებათა დამცველი ადვოკატი გიორგი ტატიშვილი
ლგბტ პირების უფლებათა დამცველი ადვოკატი გიორგი ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმისათვის, რომ დაიცვას ლგბტ პირების უფლებები, რომლებიც მისი აზრით საქართველოში მოწყვლადი სოციალური ჯგუფია.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ლგბტ პირების უფლებების დამცველი ადვოკატი გიორგი ტატიშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს, ამისთვის მან სარჩელიც კი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

ტატიშვილის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი (ქორწინება — ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირია ოჯახის შექმნის მიზნით) არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლს (ქორწინება, როგორც ნებაყოფილობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას). 

ლგბტ მიტინგი - Sputnik საქართველო
ლგბტ პირების უფლებადამცველები პროკურატურას არაეფექტურ გამოძიებაში დებენ ბრალს

ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმისათვის, რომ დაიცვას ლგბტ პირების  უფლებები, რომლებიც მისი აზრით საქართველოში მოწყვლადი სოციალური ჯგუფია. 

გარდა ამისა, ტატიშვილი ამტკიცებს, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ, მას დაემუქრნენ, ამიტომ იგი საქართველოს პრეზიდენტს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას თხოვს. 

უახლოეს დროში, იგი აპირებს  ასევე სასამართლოში შეიტანოს სარჩელი მოთხოვნით, რომ ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მისცენ. 


ყველა ახალი ამბავი
0